ანდრია ურუშაძე - ელექტროენერგიის 20-ლარიან ვაუჩერს ყველა აქტიური აბონენტი მიიღებს

 ანდრია ურუშაძე - ელექტროენერგიის 20-ლარიან ვაუჩერს ყველა აქტიური აბონენტი მიიღებს

ელექტროენერგიის 20-ლარიან ვაუჩერს ყველა აქტიური აბონენტი მიიღებს, - ამის შესახებ დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აქტიური აბონენტების სიას ჯანდაცვის უწყება ენერგეტიკის სამინისტროსა და სადისტრიბუციო კომპანიებთან ერთად შეათანხმებს.

"არიან ოჯახები, რომლებსაც ბინა დაკეტილი აქვთ და ელექტროენერგიას რეალურად არ მოიხმარენ. ამიტომაც ვაქცევთ ყურადღებას რამდენად აქტიურია აბონენტი", - განაცხადა ურუშაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, როგორც შარშან, ნებისმიერ ოჯახს წელსაც ექნება საშუალება, საკუთარი ვაუჩერი მასზე გაჭირვებულ ოჯახს საჩუქრად გადასცეს.

"ამით შეგვეძლება სოლიდარობა გამოვხატოთ იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც ჩვენზე ცუდ სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან", - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება პროგრამის ფარგლებში ხარვეზების შესაძლო გამოვლენას, ურუშაძის განმარტებით, ამოქმედდება ცხელი ხაზი და რაიონული ოფისები, სადაც პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში მოქალაქეებს დარეკვა და აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს საქმის კურსში ჩაყენება შეეძლებათ.

ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგება თბილისიდან ამ კვირაში დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ