საქართველოს ახალი საფოსტო მარკები მიმოქცევაში გადის

საქართველოს ახალი საფოსტო მარკები მიმოქცევაში გადის

საქართველოს ახალი საფოსტო მარკები მიმოქცევაში ხვალიდან გავა. საუბარია ოთხ საფოსტო მარკაზე: "ქართული ხელნაწერების ძეგლები" ; "ოლიმპიური ჩემპიონები საქართველოდან: 2004 წ.-ათენი, 2008 წ.- პეკინი"; "გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მე-60 წლისთავი" და "საქართველოს ფლორა - ყვავილები: გვირილა, მიხაკი, ვარდი, იასამანი" (დეფინიტური მარკები).

ახალი მარკები მიმოქცევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის, №1-1/963 ბრძანების საფუძველზე გავა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ