ბოლო პერიოდში ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს.
ქვეყნის მთავარი ფინანსისტის განმარტებით, 2012 წლის იანვარში საქართველოში სულ გამოწერილია 33 მლნ-ზე მეტი ე.წ. ჩეკი და საერთო ბრუნვამ სავაჭრო ქსელში 650 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო 2013 წლის იანვარში, საუბარია მხოლოდ 22 დღეზე, უკვე გამოწერილია 40 მლნ-ზე მეტი ჩეკი და საერთო ბრუნვამ შეადგინა 740 მლნ ლარი.
"იმასაც გეტყვით, რომ ყველაზე დიდი ბრუნვა ამ მიმართულებით დაფიქსირდა ივლისში, როცა დაიწყო ე.წ. გათამაშებები და მაშინ ჩეკებზე მოთხოვნა იყო ძალიან დიდი. ასევე ჩეკების რაოდენობით მეორე ადგილზეა დეკემბერი, 81 მლნ ჩეკია ამორტყმული, რაც იმას ადასტურებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში ბრუნვები არის გაზრდილი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, ოფიციალური სტატისტიკა ეკონომიკურ აქტივობებთან და სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით, თებერვალში გამოქვეყნდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9