იმპორტირებული კვების პროდუქტების ნაწილი გაიაფდა

 იმპორტირებული კვების პროდუქტების ნაწილი გაიაფდა

იმპორტირებული კვების პროდუქტების ნაწილი გაიაფდა. თბილისში მოქმედი სუპერმარკეტების ინფორმაციით, ამერიკული ფირმების ბურღულეული, საკონდიტრო ნაწარმი და წვენები 10-15 თეთრითაა გაიაფებული.

ფასების კლებაზე სადისტრიბუციო კომპანიებშიც საუბრობენ. მათი ნაწილის ინფორმაციით, გაიაფდა იმ ქვეყენების პროდუქცია, სადაც ანგარიშსწორება დოლარში ხდება. "იპორტის შემთხევაში ფასები ძირითადად საბაჟო ტარიფებზე და ვალუტის კურსზეა მიბმული, ამ მხრივ კი მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, რაც მომწოდებლების ფასებიდანაც ჩანს",- აცხადებენ დისტრიბუტორები.

რაც შეეხება ქართული წარმოების კვების პროდუქტებსა და ხილ-ბოტნეულს, ფასები ჯერჯერობით უცვლელია. კონსულტანტების ინფორმაციით, წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-დან 50-თეთრით იაფია ბოსტნეული და ხილი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ