ყველაზე კარგი გზები ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ლიტვაში და საქართველოშია

ყველაზე კარგი გზები ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ლიტვაში და საქართველოშია

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტებმა გლობალური კონკურენტუნარიანობაზე ანგარიში მოამზადეს, რომელშიც სხვა მაჩვენებლებთან ერთად 144 ქვეყნის გზების მდგომარეობაც შეაფასეს. საქართველო რეიტინგში 56-ე ადგილს იკავებს.

ყველა ქვეყნის საგზაო ქსელი 7-ბალიანი სისტემით შეფასდა. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ყველაზე კარგი გზები ლიტვაში (32-ე ადგილი), საქართველოში (56-ე) და ესტონეთშია (61-ე ადგილი).

რუსეთმა რეიტინგში 136-ე ადგილი დაიკავა და ყველაზე ცუდი გზების მქონე ქვეყნების ათეულში მოხვდა. უკრაინამ კი 137-ე.

დსთ-ს ქვეყნებიდან გზების ხარისხით რუსეთს აზერბაიჯანმა (67-ე ადგილი) ტაჯიკეთმა (98-ე ადგილი) და ყაზახეთმა (117-ე ადგილი) აჯობა.

რუსეთზე უარესი გზები უკრაინის გარდა, გაბონს, აღმოსავლეთ ტიმორის რესპუბლიკას, გვინეას, მონღოლეთს, რუმინეთს, ჰაიტის და მოლდოვას აქვს.

ყველაზე კარგი გზები საფრანგეთშია. მან რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ერგო, მესამეზე კი სინგაპური გავიდა.

კველაზე კარგი გზების მქონე ქვეყნების ტოპ-ათეულში ასევე პორტუგალია, ომანი, შვეიცარია, ავსტრია, ჰონკონგი, ფინეთი და გერმანია შევიდნენ. აშშ მე-20 ადგილზე აღმოჩნდა.

მომზადებულია vz.ru-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ