გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა

გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა

ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, 10%-ით შემცირებული გაზის ტარიფით საქართველოს მოსახლეობა დღეიდან ისარგებლებს.

"დაწყებულია ყველა იმ დანაპირების შესრულება, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა და ჩვენ აუცილებლად ყველა დანაპირებს შევასრულებთ", - აღნიშნა კახი კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და იგი სადისტრიბუციო კომპანიას ბუნებრივ აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიაწვდის.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ