"მთავრობის საბოლოოდ მოსათხრელად ლარი კიდევ უნდა გაუფასურდეს..." - რას აფრთხილებდა ეკონომიკის ექსპერტი ბიძინა ივანიშვილს

"მთავრობის საბოლოოდ მოსათხრელად ლარი კიდევ უნდა გაუფასურდეს..." - რას აფრთხილებდა ეკონომიკის ექსპერტი ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს მთავრობა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადადის. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, იმ ფონზე, როცა ლარის გაუფასურებამ ნეგატიური გავლენა იქონია მოქალაქეებისა და კომპანიების ჯიბეზე, აუცილებელია მოხდეს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ვრცელ ანალიზს აკეთებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე.

"გათვლების საფუძველზე რამდენჯერმე დავწერე, - თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა, ლარის კ უ რ ს ი აშშ დოლართან მიმართებაში უნდა დასტაბილურდეს 2,0-სა და 2,15-ს შორის-თქო... თანაც, მივუთითე: 2,15 საკმარისად მაღალი მაჩვენებელია-თქო (ცხადია,

არა მხოლოდ მე გამაჩნდა ეს გათვლები!)... სებ (საქართველოს ეროვნული ბანკი)-ს კი თავისი გეგმა აქვს... 11 თებერვალს გაისროლა 40 მლნ აშშ დოლარი და თან, რეინვესტირების განაკვეთი 0,5%-ით გაზარდა (4,5%-მდე!)... ეს 40 მლნ $ აშკარად ვიღაცის მოთხოვნით იქნა "დაკმაყოფილებული...

გავიდა რამდენიმე დღე და... კურსი ისევ ქვევით წავიდა...

ბრიყვისთვისაც გასაგები უნდა იყოს, რა თამაშდება...

თამაშდება უმარტივესი რამ:

მალე კიდევ უფრო დაიწევს კურსი და ამით სებ-ი ძირს გამოუთხრის მთავრობას, რომელიც აზრზე ვერ მოსულა, თუ რა ხდება...

არადა, ბიძინას რომ ჰკითხო, ევროპაში, მგონი, ამათი ტოლფასი მთავრობა არ მოიძებნება (მეტი მაგათ რა ვუთხრა მე და მეტი ბიძინას რა ვუთხრა მე!)...

მოკლედ, თუ სებ-ი გააგრძელებს თავის სტრატეგიას - და, ალბათ, გააგრძელებს, მთავრობის საბოლოოდ მოსათხრელად ლარი კიდევ უნდა გაუფასურდეს... მართალია, ჯერ "იფორთხებს" 2,15-მდე და მის ირგვლივ, მაგრამ მალე დაეშვება...

კაი ორიენტირისკენ - რეკორდულ მაჩვენებლამდე...

მთავრობა, რომელიც აზრზე ვერ მოდის რა უნდა აკეთოს, ამ ლარის კურსის ვარდნას ვერაფერს დაუპირისპირებს და,,,

ისე გაართულებს მდგომარეობას...

სახლში გაუშვებენ...

აი, სად "დაამუხრუჭებენ" ლარს, თავიდან იქნება თუ არა აცილებული ინფლაციური პროცესები, - ეს უახლოეს ხანში გამოჩნდება... თუ "გააქციეს" ლარი -  მთავრობა უბრალოდ, გაიხვეტება, მაგრამ...

მიიხვეტება თუ არა ეს უბადრუკი ეკონომიკა ინფლაციურ ეკონომიკამდე და 90-იან წლების "სიამოვნებამდე" - ესეც მალე გამოჩნდება!

პ.ს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევახსენებ:

2012 წლის ზაფხულში, ერთ-ერთი კონცეფციის პრეზენტაციისას, რომელიც გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა და მისი მომავალი კოალიციის წევრები ისე დააფრთხო... საერთოდ აღარ მოუშვეს მეორე პრეზენტაციაზე, -აი, მაშინ ა ვ უ ხ ს ე ნ ი:

რა იყო საქართველოში მაკროეკონომიკის საკვანძო პრობლემა და დავძინე: "ლარის დევალვაცია ერთ მთავრობას აუცილებლად შეიწირავს-თქო", რადგან დარწმუნებული ვიყავი - ვერ ხვდებოდნენ და ვერ მიხვდებოდნენ პრობლემის აქტუალობას.

საიდან ვიცოდი? მე მარჩიელი არ ვარ, - მე ვაკვირდები იმას, რასაც ქართული ეკონომიკა ჰქვია და, მომწონს თუ არ მომწონს დაკვირვების შედეგები, მხოლოდ მათ საფუძველზე ვაკეთებ ანალიზს, თუ რა ხდება...

პიროვნებებისგან იზოლირებულად...

მე მოვლენის არსი მაინტერესებს და არა ვინმეს წინააღმდეგ რაიმეს თქმა...", წერს გიორხელიძე.

შეგახსენებთ, რომ ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა. ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 21 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1771 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.1472 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0299 ლარი შეადგინა.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ