საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილები ჩამოაქვთ - გერმანელი ჟურნალისტები თაღლითურ ქსელზე

საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილები ჩამოაქვთ - გერმანელი ჟურნალისტები თაღლითურ ქსელზე

საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომლებიც ავარიის შემდეგ გერმანიაში ორ ნაწილად იჭრება და შემდეგ დაჭრილი სახით კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის...

გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებელი" თაღლითურ ქსელზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გერმანიიდან სიცოცხლისთვის სახიფათო ავტომობილები ჩამოდის. ჟურნალისტური გამოძიება ამ თემაზე გერმანიის "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ჩაატარა.

საქმე ეხება ასობით ავტომობილს, რომლებიც ავარიის შემდეგ გერმანიაში ორ ნაწილად იჭრება და შემდეგ დაჭრილი სახით კონტეინერებით საქართველოში ჩამოდის. საქართველოში მანქანებს ხელახლა აწყობენ და ახლის ფასად ყიდიან.

გერმანელმა ჟურნალისტებმა თაღლითურ ქსელზე დაკვირვებისას ერთ-ერთ კონტეინერს ბათუმის პორტში მიაკვლიეს, საიდანაც ავტომობილები თბილისში ასაწყობად და რეალიზაციისთვის წაიღეს. საშუალოდ, ასეთი ავტომობილის ფასი საქართველოში 7 400 დოლარია.

გერმანიის "საზოგადოებრივი მაუწყებელის" სიუჟეტში განმარტებულია, რომ გადაჭრილი მანქანების გადაზიდვით კონტეინერში სივრცე იზოგება და საბოლოოდ, გადამზიდავები თითო კონტეინერში 20 ათას ევრომდე მოგებას ნახულობენ.

სრული ტექსტი

იხილეთ ვიდეო: SOS! ეს ყველა ქართველმა მძღოლმა უნდა ნახო

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ