დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს

დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს

საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომლის გარკვეულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს თავშეკავებას ურჩევს.

სტატისტიკური პორტალი "სტატისტას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული უწყება ასევე სახიფათოდ მიიჩნევს რუსეთის იმ ტერიტორიებზე მოგზაურობას, რომელიც აზერბაიჯანს, უკრაინასა და ჩეჩნეთს ესაზღვრება. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბრიტანელმა ტურისტებმა თავი უნდა შეიკავონ რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობისგან და ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ "ისლამურ სახელმწიფოს" ასახელებს.

ქვეყნები, რომელშიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი ქვეყნის მოქალაქეებს მოგზაურობას არ ურჩევს: ავღანეთი, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, გვინეა, ერაყი, ლიბია, მავრიტანია, ნიგერია, პალესტინის ტერიტორიები, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ტუნისი, იემენი.

იხილეთ ვრცლად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ