"პროკრედიტ ბანკი" გარემოს დაცვასა და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას განაგრძობს

"პროკრედიტ ბანკი" გარემოს დაცვასა და მის შენარჩუნებაზე ზრუნვას განაგრძობს

"პროკრედიტ ბანკის" ინიციატივითა და დაფინანსებით ბოლნისის რაიონის სოფელ დისველში პატარა საზოგადოებრივი სკვერი გაშენდა. როგორც ბანკში ამბობენ, სოფელში მსგავსი ტიპის სკვერი არ არსებობდა. სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული "პროკრედიტ ბანკის" მარნეულის ფილიალისა და მარკეტინგის განყოფილების თანამშრომლები და ბაღში 40-მდე სახეობის სხვადასხვა სახის მცენარე დაირგო, მათ შორის ვერცხლისფერი ნაძვი, ტირიფი, იასამანი, კავკასიური სოჭი და სხვა. ასევე გაშენდა ვარდების ულამაზესი ხეივანი, რომელიც სოფელში სასიამოვნო, ჩრდილიანი მოსასვენებელი ადგილი იქნება.

"ეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი პატარა სოფლისთვის. ძალიან მიხარია რომ ბავშვებს სკოლასთან ახლოს შესანიშნავი ბაღი ექნებათ, სადაც შეძლებენ თამაშსა და წიგნების კითხვას",- განაცხადა სოფლის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

შეგახსენებთ, ბანკმა მრავალი ეკოლოგიური პროექტი განახორციელა: დასუფთავდა და მოწესრიგდა საზოგადოებრივი ბაღები, დაირგა ხეები, დაინერგა ახალი ეკო-სესხი, ჩატარდა მრავალი საგანმანათლებლო საღამო. გარდა ამისა, მესამე წელია "პროკრედიტ ბანკი" დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდის უცვლელი პარტნიორია და ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ლაგოდეხის ნაკრძალში თანამშრომელთა მონაწილეობით სხვადასხვა სახის ეკოლოგიურ ღონისძიებას მართავს.

"საქართველოს საბანკო ბაზარზე მხოლოდ "პროკრედიტ ბანკს" აქვს ეკო ქვეგანყოფილება, რომელსაც არამარტო ბანკის შიდა ენერგოეფექტურობის სისტემის შემუშავება და დანერგვა ევალება, არამედ ადგენს სტანდარტებს ეკო სესხების გასაცემად და ჩართულია ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში", - აცხადებენ ბანკში.

შეგახსენებთ, პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 55 ფილიალი აქვს გახსნილი. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch ratings-დან მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის განვითარებადი ეკონომიკის მქონე 21 ქვეყანასა და გერმანიაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ