სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება ქართველ ავტოდილერებს 100 მილიონ დოლარს დააკარგვინებს

სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანება ქართველ ავტოდილერებს 100 მილიონ დოლარს დააკარგვინებს

ამის შესახებ bpn.ge-ს კომპანია ”my auto”-ს ავტობაზრობის მარკეტინგის მენეჯერმა აკაკი გრიგოლიამ განუცხადა.

მისი თქმით, 2010-2011 წლებში, როდესაც ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსთან ერთად ეკონომიკურ ბლოკში გაწევრიანდა და მათ შორის ერთიანი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა, ცენტალურ აზიაში საბაჟო გადასახადებმა ავტომობილების იმპორტზე შესამჩნევად მოიმატა. საქართველო, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი მიმწოდებელი იყო, ბელარუსმა ჩაანაცვლა, რომელთანაც ყაზახეთი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვაჭრობს.

”თუ ამ კავშირს სომხეთიც შეურთდება, გაყიდვები, სავარაუდოდ, 20%-ით შემცირდება, რადგან ამ ქვეყანას საერთო ექსპორტში სწორედ 20% უკავია”, - აცხადებს გრიგოლია.

თუმცა, ავტოდილერი მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს.

იხილეთ სრულად: საბაჟო კავშირში სომხეთის გაწევრიანება ქართველ ავტოდილერებს 100 მილიონ დოლარს დააკარგვინებს

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ