"განწირულები ვართ რუსეთთან ომისთვის" - ქართველების მწვავე და აგრესიული გზავნილები ბარაქ ობამას

"განწირულები ვართ რუსეთთან ომისთვის" - ქართველების მწვავე და აგრესიული გზავნილები ბარაქ ობამას

ბარაქ ობამას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას, ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.

ციტატა ბარაქ ობამას მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებიდან: "არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

Ambebi.ge გთავაზობთ რეაქციებს, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბარაქ ობამას განცხადებას მოჰყვა:

Facebook/ ნანა ზარდიაშვილი, ჟურნალისტი:

ხალხნო, ობამამ რაო, დაეტიეთ თქვენ და უკრაინა რუსეთის გავლენის ველშიო? ეს 20 წელი და წელებზე ფეხების დადგმა და დაკარგული ტერიტორიები და ამდენი უბედურება ჯანდაბასო? თუ რაღაც არ მესმის და ჩემებურად ვპანიკიორობ? არ მიგიღებთ ქვეყნების სვეცკი კლუბში დარჩით მესამე სამყაროშიო? გადავირიე! ამიხსენით ვინმემ რამე, ბიძიებო და დეიდებო!

Facebook/ ტორესა მოსი, მწერალი:

ფეხებზე მკიდია რა თქვა ობამამ. გაუვა ვადა და გაა***მს და თუ ტრადიციას გაჰყვებიან ამერიკელები, ამ ***-ს მერე უფრო ხისტი და შემტევი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ წესით. ფაქტია ჩვენ განწირულები ვართ რუსეთთან ომისთვის, ჩვენი ამოცანაა თავდაცვა შევძლოთ.

რაც არ უნდა თქვას ობამამ, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრები და ჩვენი ადგილი არის როგორც ევროატლანტიკურ ალიანსში, ისე ევროკავშირში. დროის ამბავია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ გავძლოთ და შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი.

Facebook/ ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი:

ობამას განცხადება იყო, რა თქმა უნდა ცუდი, დროის გათვალისწინებით, მესიჯებით...ამასთანავე, მას არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინას ნატო-ში გზა აღარ აქვთ.

მან თქვა, რომ ამ ეტაპზე არ შედიან ნატო-ში უკრაინა და საქართველო, ანუ იგულისხმება ეხლანდელი სამიტი. ეს ისედაც არ იგეგმებოდა. სიცუდე ის არის, რომ არ მოაყოლა ბუქარესტის ვალდებულება, ან მაპ-ის შესაძლებლობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-ში აღარ შევდივართ. ამაზე კიდევ უფრო ცუდი იყო, როდესაც უკრაინის პერსპექტივაზე ლაპარაკობდა და რუსეთის პრობლემებს დაუკავშირა.

ერთიც გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო კითხვა-პასუხი, ანუ ობამას ცუდი იმპროვიზაციის ელემენტებიც იყო.

ამიტომ, ჩემი აზრით,

1)არ გვესიამოვნოს, მაგრამ ნუ გადავწურავთ ყველაფერს და ისტერიკაში ნუ ჩავარდებით.

2)მთავრობამ გამართოს კონსულტაციები აშშ-ს მთავრობასთან და გააპროტესტოს, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოზიცია

3)იმუშავოს კონგრესთან გასაპროტესტებლად

4)ნატო-ს გააკეთებინოს უახლოეს მომავალში განცხადება სწორი მესიჯებით

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს