"მე-9 არხის" ყოფილი პროდიუსერი ნათია ლაზაშვილს "ორღობის ჭორიკანა დედაკაცს" უწოდებს

"მე-9 არხის" ყოფილი პროდიუსერი ნათია ლაზაშვილს "ორღობის ჭორიკანა დედაკაცს" უწოდებს

ჟურნალისტი და ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ყოფილი თანამშრომელი რამაზ სამხარაძე, რომელიც "მეცხრე არხის" დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის წევრია, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ნათია ლაზაშვილის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:

Facebook/ რამაზ სამხარაძე, ჟურნალისტი:

პრემიერ მინისტრის PR ნათია ლაზაშვილი, რომ თავს უფლებას აძლევს და აქ მედიის წარმომადგენლებს საქმეს ურჩევს ვოლებზე, ეს რას ნიშნავს?! რატომ ავიწყდებათ ამ ხალხს, რომ საჯარო მოხეელები არიან და პრემიერის PR-ზე უნდა იზრუნონ და ორღობის ჭორიკანა დედაკაცივით არ უნდა იქცეოდნენ ფეისბუქზე?

ძვირფასო მთავრობის მოხელეებო, იქნებ დააცხროთ თქვენი PR "სასტავი" და ასწავლოთ ეთიკა სოციალურ ქსელში. ქცევის წესები ნამდვილად შესამუშავებელი გაქვთ. როგორ ბედავენ საერთოდ ხმის ამოღებას?!", - წერს რამაზ სამხარაძე.

შეგახსენებთ, რომ ნათია ლაზაშვილი, რომელიც "მეცხრე არხის" მთავარი გამოშვების წამყვანი იყო, დღეისათვის საქართველოს  მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს