"ეს კანონპრეოქტი აღვივებს დებატს, ჩასაქოლნი არიან თუ არა გეები"

"ეს კანონპრეოქტი აღვივებს დებატს, ჩასაქოლნი არიან თუ არა გეები"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება.

"ეს ინიციატივა არ არის მხოლოდ უაზრობა, როგორიც იყო ბუსუსებიანი პრეზერვატივების, პარლამენტში ჩოხებით სიარულის ან მსხვილფეხა პირუტყვის მოძრაობის მარეგულირებელი კანონპროექტები. ეს არის მოგონილი იმ ადამიანების გულის მოსაგებად, ვინც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ჩაქოლვას ითხოვს და ეწინააღმდეგება აიდი ბარათებს. ეს ინიციატივა არის მიმართული ევროპის დემონიზაციისკენ, რადგან ხელისუფლება გვეუბნება, ლეგიტიმურია და რეალური შიში, რომ ევროპა დაგვაძალებს ჰომოსექსუალების ქორწინების აღიარებას, რომ არა ეს ჩანაწერი. ეს კანონპროექტი აღვივებს დებატს, ჩასაქოლნი არიან თუ არა ფარისეველი უმრავლესობისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. ეს კანონპროექტი არახელსაყრელ დროს აცოცხლებს დებატს, უფრო სწორად უდებატოდ საკითხის გადაწყვეტას ჰომოსექსუალთა ქორწინების უფლების დარეგულირების შესახებ, რასაც ამ დრომდე თვით LGBT თემიც არ ითხოვდა, რადგან ეს მხოლოდ უკუეფექტის მატარებელი არ იქნებოდა.

კანონპროექტის მხარდაჭერა იქნება ამ ყველაფერზე დათანხმება.

ეს კი არა, კონსტიტუციაში სასწრაფოდ უნდა ჩაიწეროს ის, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა ქვეყნის კონსტიტუციურად აღიარებული საგარეო კურსი! ეს ჭირდება საქართველოს და არა სიბნელის ხელშეწყობა, რაც ეს კანონპროექტი ემსახურება", - წერს თაქთაქიშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მთავრობის სხდომის დასაწყისში მიმართა.

პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი საკუთარ ინიციატივაში ოჯახის ნაცვლად ქორწინებას გულისხმობდა (იხ. განცხადება).

იხილეთ ასევე: დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს