"სამაგიეროს მიხდის" - მოროშკინა სააკაშვილზე

"სამაგიეროს მიხდის" - მოროშკინა სააკაშვილზე

მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას წიგნის დაწერასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გერდზე ეხმაურება.

"...მიხეილ სააკაშვილმა თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს, წიგნი დაწეროს..."

ასეა რა, მე რომ ახლა ვთქვა არ გამოვრიცხავ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას-მეთქი ერთი ამბავი ატყდება! პოლიტიკოსი არა ხარო... აი, ზურა ქარუმიძეზე რომ ატყდა დიპლომატი არ არის, ელჩად როგორ ნიშნავენო... სამაგიეროდ, მიშამ რომ წიგნი შეიძლება დაწეროს, თან თუ მოეპრიანება, ამაზე კაციშვილი არაფერს იტყვის... რადგან როგორც ცნობილია, წიგნის დაწერა საქართველოში, დემოკრატიისა არ იყოს - "ლობიოობა" გონიათ. ეჰ, რა ვიცი.. მე კი ყოველ წიგნზე ერთ სიცოცხლეს ვამთავრებ ხოლმე", - წერს ქურდაძე.

სააკაშვილის განცხადებას ერთი ფრაზით ეხმაურება ლალი მოროშკინა.

"სამაგიეროს მიხდის:)", - წერს ლალი.

შეგახსენებთ, მოროშკინა არაერთი სკანდალური წიგნის ავტორია.

ორი დღის წინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული "ბიბისისთვის" მიცემულ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს მომავალში წიგნი დაწეროს.

იხილეთ ასევე: ლალი მოროშკინა მკითხველს ახალ რომანს - "უსექსობა პატარა ქალაქში" წარუდგენს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს