"ასეთი შეცდომა საქართველოს პრეზიდენტს არ ეკადრება!"

"ასეთი შეცდომა საქართველოს პრეზიდენტს არ ეკადრება!"

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ინგლისურად საუბრისთვის აკრიტიკებს.

"მომეჩვენა თუ ოფიციალურ სიტყვით ოფიციალურ ვიზიტზე საქართველოს ოფიციალური პრეზიდენტი ინგლისურ ენაზე გამოდის ??????

დავუჭირე მხარი მის სასახლეში შესვლას... გავამტყუნე მთავრობა, რომელიც არ ესწრებოდა პრეზიდენტის პირველ ანგარიშს პარლამენტში... მაგრამ ასეთი შეცდომა საქართველოს პრეზიდენტს არ ეკადრება!

საერთაშორისო ენა არ არსებობს (არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებული ოფიციალური ენები, მაგრამ მხოლოდ იმ ორგანიზაციების ფარგლებში) და არსებობს პროტოკოლი და შენი სახელმწიფო ენის პატივისცემა.

ისე სხვა მხრივ ძალიან მიხარია ეს ოფიციალური ვიზიტი და ისიც, რომ ევროპაში პოლონეთით დაიწყო...", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა. ვიზიტი ორ დღეს გასტანს და საქართველოში პრეზიდენტი 3 აპრილს დაბრუნდება.

იხილეთ ასევე: რა საჩუქარი მიიღო მაკა ჩიჩუამ პოლონეთის პირველი ლედისგან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს