როგორ პასუხობს ქმარზე თავდასხმას ნანუკა ჟორჟოლიანი: "ერთ ამბავს მეუბნებიან თქვენი დედის მომვლელთან დაკავშირებით..."

როგორ პასუხობს ქმარზე თავდასხმას ნანუკა ჟორჟოლიანი: "ერთ ამბავს მეუბნებიან თქვენი დედის მომვლელთან დაკავშირებით..."

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ინფორმაციით, მისი ცემის ფაქტზე ერეკლე კოდუას ბრალს წაუყენებენ. ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ბრალი დაუმძიმდეს ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც. ამის შესახებ ვალერი გელაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა კვალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილამდე მიდის.

გელაშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ვალერი გელაშვილს მიმართავს.

Facebook/ ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

მიმართვა ვალერი გელაშვილს! ბატონო ვალერ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ გულწრფელად ვწუხვარ თქვენი ცემის ფაქტის გამო. შემიძლია შვილები დავიფიცო, რომ ადამიანურად ვწუხვარ! მაგრამ არსებობს რამდენიმე მაგრამ... ამბობთ, რომ ვიღაცამ, ვიღაცას უთხრა რომ თქვენ ცემას ელიავაზე მყოფი ერეკლე კოდუა უყურებდა, ავალებდა ვიღაცეებს და ამიტომ უნდა დაიჭირონ.

ბატონო ვალერი, ეს იგივეა მე ვთქვა, რომ თქვენზე მითხრეს რომ წლები თანამშრომლობდით რუსული უშიშროების სამსახურთან, რაც ლიტვაში ცნობილია... რის გამოც იქ ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრს თქვენი სახელი და გვარი სიიდან ამოაღებინეს, მითხრეს რომ ბავშვებს გადაუწვით ბაღი საკუთარი ბიზნესისთვის, მითხრეს რომ დაჭერილი იყავით ბელორუსიაში ოქროს კბილებისა და ჩეკების გაყიდვისთვის. მჯდარხართ კიდეც რამდენიმე დღე. და კიდევ ერთ ამბავს მეუბნებიან თქვენი დედის მომვლელთან დაკავშირებით..... დავიჯერო? ველოდები პასუხს!!!!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს