საქართველოს დატოვება ან ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მიმართვა და მუსიკოსი არჩევანის ზღვარზე

საქართველოს დატოვება ან ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მიმართვა და მუსიკოსი არჩევანის ზღვარზე

საქართველოს კულტურის სამინისტროს ქმედებებისგან სასოწარკვეთილი მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი საკუთარ ემოციებს Facebook-აუდიტორიას უზიარებს. როგორც ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, მას "რადიკალური გადაწყვეტილების მიღებებისაკენ" უბიძგებენ.

Facebook/ ნიკოლოზ რაჭველი, მუსიკოსი:

"ძალიან ვცდილობ დავიცვა ტაქტი და ისედაც მრავალი უარყოფითი ემოციით დამუხტულ საზოგადოებას არ მოვახვიო თავს კულტურის სამინისტროს ქმედებებიდან გამომდინარე ჩემი უსაზღვრო სასოწარკვეთილება, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?!

როგორც ჩანს ყველანაირად ცდილობენ მივიღო რადიკალური გადაწყვეტილება, სადაც მაქვს არჩევანი ორ ვარიანტს შორის: ან საქართველოსა და მუსიკალური ცენტრის დატოვება ან უკომპრომისო ბრძოლა უმეცრების, არაპროფესიონალიზმისა და ბოროტების წინააღმდეგ!

ამ არჩევანის ზღვარზე ვარ... სამწუხაროდ...", -წერს ნიკოლოზ რაჭველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს