რას უწოდებს გოგა ხაჩიძე "ოპერაცია ენვერის" კადრებში აღმოჩენილ შს მინისტრს

რას უწოდებს გოგა ხაჩიძე "ოპერაცია ენვერის" კადრებში აღმოჩენილ შს მინისტრს

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გოგა ხაჩიძემ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის - "ენვერი" კადრებში ამოიცნო. ამის შესახებ დეპუტატი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და ვიდეომასალიდან ამოჭრილ ფოტოსაც აქვეყნებს.

"ჩვენი შსს მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე.

კადრი საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმიდან "ოპერაცია ენვერი"

და ეს ვაჟბატონი რომ იმ ცნობილ ფილმში მონაწილეობდა "იმედის" სიუჟეტში აღმოვაჩინე, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ მთელი ეს ოპერაცია სისულელე იყო.

საინტერესოა იმ "სისულელეში" რას აკეთებდა ჰაკიმ ფაშას ხელის ბიჭი?!...

არა მგონია დიჯეობდა...

მეცინება... :)))", - წერს ხაჩიძე.

შეგახსენებთ, 2010 წლის ყველაზე რეზონანსული სპეცოპერაცია "ენვერი" იყო. ამ სპეცოპერაციის შედეგად, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) 15 ჯაშუში დააკავა.

შსს-მ 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებაში და ხელშეწყობაში ბრალდებულები დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში მომხდარი 6 აფეთქების ორგანიზატორი რუსი მაიორი ევგენი ბორისოვი იყო. შსს-მ აფეთქებებთან დაკავშირებით 6 პირი დააკავა და ძებნა გამოაცხადა ორ პირზე.

სპეცოპერაციის ამსახველი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით "ენვერი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა აჩვენა.

იხილეთ ასევე: რო­გორ "შე­ი­კე­რა" ოპე­რა­ცია "ენ­ვე­რი"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს