თაკო სალაყაია იუბილარი ქმრის ზარის მოლოდინში - რა მოხდა ციხეში ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეს (+ვიდეო)

თაკო სალაყაია იუბილარი ქმრის ზარის მოლოდინში - რა მოხდა ციხეში ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეს (+ვიდეო)

დღეს ყოფილი შს მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი, გიგა ნასარიძე იტყობინება, დღეს ვანო მერაბიშვილს კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალება არ მიეცა, დაერეკა ახლობლებისთვის. ნასარიძის თქმით, მის ზარს ოჯახის წევრები და მეგობრები, მათ შორის მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, საღამოს ხუთის ნახევარზე "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში ელოდებოდნენ, თუმცა მერაბიშვილმა ახლობლებთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოახერხა.

Facebook/ გიგა ნასარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი:

"დღეს არის ვანო მერაბიშვილის დაბადების დღე. ვანოს უნდა დაერეკა, ანუ გამოეყენებინა კანონით მინიჭებული უფლება და საღამოს ხუთ საათზე დაერეკა პარტიაში, სადაც მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილი იქ იყო მისი მეუღლეც, თაკო მერაბიშვილი და რა მოხდა? საღამოს ხუთის ნახევარზე სასწაულებრივად გაფუჭდა ტელეფონი ციხეში", - იუწყება ნასარიძე.

მერაბიშვილის მხარდამჭერები მის დაბადების დღესთან დაკავშირებით Facebook-ზე სამოყვარულო კამერით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებენ, რომელიც მერაბიშვილის დაკავებამდე, მის დაბადების დღეზეა გადაღებული. მას ოჯახის წევრები სიმღერითა და ტორტით ულოცავენ იუბილეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ვანო მერაბიშვილის სასიყვარულო ისტორიის დეტალები - ერთადერთი ინტერვიუ სალაყაიასთან პირად თემებზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს