ვახტანგ რჩეულიშვილის წერილი ნინას და უხამსი რეპლიკა მათ, ვინც "ბოღმით აკრიტიკებს"

ვახტანგ რჩეულიშვილის წერილი ნინას და უხამსი რეპლიკა მათ, ვინც "ბოღმით აკრიტიკებს"

მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც სატელევიზიო შოუ "ორი ვარსკვლავის" მსვლელობის მანძილზე, მის პარტნიორთან, ნინა წკრიალაშვილთან ერთად არც ერთხელ არ მოხვედრილა აუტსაიდერთა რიგებში, მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა პროექტი, და ამის შესახებ პირველმა სწორედ Ambebi.ge-ს მკითხველმა შეიტყო სტატიიდან - ვახტანგ რჩეულიშვილი "ორ ვარსკვლავს" საკუთარი ნებით ტოვებს.

ამის შემდეგ ყოფილმა პარლამენტარმა ნინა წკრიალაშვილს Facebook-ის "კედელზე" სენტიმენტალური წერილი დაუტოვა, რომელშიც აღტაცებით საუბრობს შთაბეჭდილებებზე, რომელიც შოუში მონაწილეობისას მიიღო და ის საქორწილო მოგზაურობის ემოციებსაც შეადარა. ამავე წერილში რჩეულიშვილმა არც მათ მიმართ დაიშურა სიტყვები, ვინც მისით არ არის მოხიბლული და მას "ბოღმით აკრიტიკებს".

Facebook/ვახტან რჩეულიშვილის პოსტი ნინა წკრიალაშვილს (სტილი დაცულია):

"პრიექტიდან გავედი. ჩემი გადაწყვეტილებაა. თუმცა მიჭირდა მისი მიღება. ჩემთვის საქორწილო მოგზაურობის შემდეგ ყველაზე დიდი ზეიმი იყო ცხოვრებაში ეს შოუ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. განსაკუთრებით ნინას. ხოლო ყველას, ვინც ამ შემთხვევაშიც ბოღმით მაკრიტიკებს, თუმცა გაირკვა, რომ მშენებლობის ფული და ჩემი ქონებაც კომპანია "დექსუსმა" მიითვისა, გავკარი. მათხოვრი მათხოვრად დარჩება-ეს სულის მდგომარეობაა და არა უბრალოდ სახსრებისა და ქონების დაკარგვა. ეს ცხოვრება შოუა და შოუს გაუმარჯოს: ახალგაზრდებს ხომ მაინც გაუკეთე კარგი საჩუქარი! უფალმა მისცეთ და საქართველოს ახალგაზრდობას გაუმარჯოს! ჩვენს ხელში არ დაიკარგებით და მერე თავს თავად მიხედეთ!", - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს