ვინ მოიგებს თბილისს - მოროშკინა მომავალ მერს პრიორიტეტებს უსახავს

ვინ მოიგებს თბილისს - მოროშკინა მომავალ მერს პრიორიტეტებს უსახავს

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თბილისის მომავალ მერს დედაქალაქში სიღატაკის დაძლევისა და უსახლკარო ადამიანების პრობლემის მოგვარების მიზნით, საკუთარ ხედვას სთავაზობს.

"თბილისს ის მოიგებს, ვინც თბილისს დააბრუნებს!

მერი - ქალაქის თავკაცია, დიდი ოჯახის თავია, შესაბამისად მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მინიმუმ სისუფთავე და ჰიგიენა უნდა იყოს დაცული, მერე უკვე რემონტი, ავეჯი და ა.შ.

ჩვენ კი რატომღაც ისევ "სტენკით" და "ატამანკით" ვიწყებთ...

ძვირფასო (ყველას არ ეხება სიტყვა ძვირფასი)მერობის ადექვატურო კანდიდატებო, აბა კარგად გაიარ-გამოიარეთ ჩვენს ქალაქში. რამდენჯერ მოგქაჩავთ ლაბადაზე მაწანწალა,

- ბიძია, დეიდა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე...

რამდენჯერ შემოგთავაზებთ საფლავიდან მოპარულ ყვავილებს უპოვარი მოხუცი,

რამდენჯერ გაგიჩხაპნით ჯიბრზე ბოშა ბავშვი მანქანას...

დასაფლავება და ქორწილი ხომ საერთოდ ოფიციალური ქუჩის რეკეტია. მისცემ ფულს ვაი, იმიტომ რომ "ნაკოლზე" სხვაც მოვა,

- არ მისცემ-ვუი, იმიტომ რომ ხმამაღლა მოგაყენებენ შეურაცხყოფას ან ჭუჭყიან ხელებს მოგიფათურებენ...

ეკლესიებთან "ბოსხის გმირების სამჭედლოა..." უკვე ახსნაც არ გჭირდება რა არის ჭეშმარიტი ჯოჯოხეთი...

და ეს შავი ხვრელი, მალევიჩის "შავი კვადრატი" ჩვენი დედაქალაქია...

ჭუჭყიანი, ცელოფნის მტევნებით ხეებზე, აყრილი ასფალტით, შადრევნებად ამოხეთქილი კანალიზაციის ფეკალური წყლებით, შპრიცებით და შარდის სუნით სადარბაზოებში, ანტისანიტარიული კლოაკა...

ჩვენ კი, ბოდიში მომითხოვია, ამ კლოაკის მერს ვირჩევთ!!!

სამწუხაროდ არავისგან გვსმენია, როგორ აპირებენ ამ მანკიერებასთან ბრძოლას, რა ტურისტი უნდა ჩამოვიდეს "გაკალკუტებულ" თბილისში???

მე ვსვამ მთავარ კითხვას:

ყველამ კარგად ვიცით საიდანაც იმართებიან ე.წ. მათხოვრები

ასევე ვიცით რამდენი უსახლკაროა რეალურად

და მშვენივრად გვესმის, რომ ეს სოციალური პრობლემა, მინიმუმ ინფექციურ დაავადებებს ამრავლებს, ხოლო მაქსიმუმ ქალაქს საბოლოოდ აქცევს ორღობედ.

მე გთავაზობთ:

1. მოხდეს სასწრაფო აღწერა მართლა უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების,

2. მერიის სოც. სამსახურმა აიყვანოს ყველა არასრულწლოვანი საკუთარი პატრონაჟის ქვეშ.

3. ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყოს სოც. უზრუნველსაყოფი მინიმუმი

4. აშენდეს ქალაქგარეთ "სათნოების სახლი", მუდმივი სამჯერადი კვებით, და აუცილებელი ჰიგიენური ნივთებით

5. შ.ს.ს. გამოყოს სპეციალური ჯგუფი, ქუჩებში კონტროლის დასაწესებლად.რადგან იმ შემთხვევაში, თუ ზემოთაღნიშნული შესრულდება "აგრესიული მათხოვრობა" უკვე არა სასიცოცხლო აუცილებლობად, არამედ წვრილმან ხულიგნობად დაკვალიფიცირდება.

თუ ეს ყოველივე მისაღებია, მე პირადად დაგეხმარებით სახსრების მოძიებაში, ეჭვი არ მეპარება, რომ 10 000 ადამიანის შენახვას შეძლებს ის ბიზნეს სექტორი, რომელიც დიდ თანხებს რიცხავს რეკლამასა და პიარში.

სამაგიეროდ თქვენი სახელები ქალაქის შემოსასვლელს დაამშვენებს!!!

ერთად ვუპატრონოთ უპოვართ!

არა-სიღატაკეს!", - წერს მოროშკინა.

თბილისის მერის არჩევნები 2014 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს