"ჩვენ ვართ ბავშვები, ვისი მეგობრებიც Online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ" - რა ენატრებათ Facebook-ზე 90-იანი წლებიდან

"ჩვენ ვართ ბავშვები, ვისი მეგობრებიც Online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ" - რა ენატრებათ Facebook-ზე 90-იანი წლებიდან

Facebook-ზე არსებული ქართული აუდიტორიის უდიდესი ნაწილი ის ასაკობრივი სეგმენტია, ვისი ბავშვობაც 90-იან წლებს უკავშირდება. შესაბამისად, არაერთხელ შეხვდებით ნოსტალგიურ პოსტებს 90-იანების ქართულ რეალობაზე.

ის, რასთანაც 90-იანი წლები ასოცირდება, ერთ პოსტად გამოაქვეყნა მომხმარებელმა Milian Bajjio-მ. გთავაზობთ პოსტს.

Facebook/Milian Bajjio:

90-იანელების ბავშვობა

ჩვენ ის ბავშვები ვართ, ვისაც დედები აივნიდან ეძახდნენ სახლში ამოდიო.

ჩვენ ვართ ისინი, ვინც წერილებს ფურცელზე წერდნენ და არა მობილურში. ვისაც დღიურები გვქონდა, ვისი მეგობრებიც Online-ის ნაცვლად ეზოში იყვნენ.

ჩვენ ვართ ისინი, ვინც "წრეში ბურთს", "ორდროშობანას", "გაფუჭებულ ტელეფონს", "რეზინობანას" და დახუჭობანას ვთამაშობდით.

ჩვენ ის ბავშვები ვართ, შუქი რომ არ გვქონდა, ვიცოდით მეცხრე ბლოკის ამბავი იყო, და როცა მოვიდოდა, ვყვიროდით მთელი უბანი ბოლო ხმაზე.

ის ბავშვები ვართ, პოკემონებს რომ ვაგროვებდით და "დენდი" გვქონდა, "ტურბოს" "ნაკლეიკებზე" რომ ჯეირანს ვთამაშობდით და ლიმონათის ნაცვლად ზუკოს ან ინვაიტს ვსვამდით.

ჩვენ ის ბავშვები ვართ მობილურები რომ არ გვქონდა და მაინც ყოველთვის ვიცოდით, ჩვენი მეგობრები სად იყვნენ.

ჩვენ ისინი ვართ, "კერასინკის" სუნში რომ ვიძინებდით.

ლარად "კოკა-კოლა", ნაყინი, "ჩუპაჩუპსი", კევი და კიდევ რამე მოგვდიოდა...

ჩვენ ვართ ბავშვები, რომლებსაც მუხლებზე შრამები გვაქვს.

ჩვენ 90-იანელები ვართ!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს