"რუსეთის გარდა ერთი ქვეყანა მაინც მანახეთ, სადაც ასეთი "კაზიოლები" მეგა ვარსკვლავები ხდებიან"

"რუსეთის გარდა ერთი ქვეყანა მაინც მანახეთ, სადაც ასეთი "კაზიოლები" მეგა ვარსკვლავები ხდებიან"

მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის სოსო პავლიაშვილის განცხადებას "ფეისბუქით" ეხმაურება.

"სოსო პავლიაშვილი: მანახეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც აშშ-მ, ან ევროსაბჭომ გააბედნიერა!"

"ბედნიერები ქვეყნების რა მოგახსენოთ, მაგრამ ვინმე ერთ ქვეყანას მაინც თუ მანახებს რუსეთის გარდა, სადაც ასეთი "კაზიოლები" მეგა ვარსკვლავები ხდებიან, თანახმა ვარ ერთი საათი თვითგვემა მოვუწყო საკუთარ თავს და მხოლოდ მის "სიმღერებს" ვუსმინო:)", - წერს ქურდაძე.

მომღერალი სოსო პავლიაშვილი "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთისა და რუსების წყევლა-კრულვით ყირიმი დაკარგა.

"მე მიყვარს რუსეთი და მადლობელი ვარ მისი. მანახეთ, ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც აშშ-მა ან ევროსაბჭომ გააბედნიერა! შეიძლება უკრაინა გახდეს ასეთი, მაგრამ რუსეთისა და რუსების წყველა-კრულვით მათ უკვე ყირიმი დაკარგეს. საჭიროა, გავაგებინოთ უკრაინას, რომ ჩვენთან უნდა იმეგობრონ და არ უნდა გვაგინონ და გვაფურთხონ. ისევ და ისევ ხალხი გაწამდება, საბოლოოდ კი ისევ ხელისუფლებას მოეკითხება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მრავალმილიარდიანი ვალი დაუგროვდა. ვინ გაისტუმრებს ამ თანხას, სააკაშვილი და მისი ამალა? არა. ისევ და ისევ მოსახლეობას მოუწევს ამ ფულის გადახდა.საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა- საქართველო ოსეთსაც საბოლოოდ დაკარგავს და აფხაზეთსაც, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ნატოში გაწევრიანებას დააპირებენ. ისინი შავს ყოველთვის თეთრს დაუძახებენ, ამისი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ, კოსოვოში ვიხილეთ", -აცხადებს ის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს