"რომელი უფრო ცუდი სანახავია, მღვდელი, რომელიც ჩხუბობს, თუ დაცვა, რომელიც მრევლს ეკლესიაში არ უშვებს"

"რომელი უფრო ცუდი სანახავია, მღვდელი, რომელიც ჩხუბობს, თუ დაცვა, რომელიც მრევლს ეკლესიაში არ უშვებს"

სამების ტაძარში მომხდარი ინციდენტი, რომლის მთავარი გმირი მამა ანთიმოზია, უკვე იქცა საყოველთაო განხილვის საგნად. მომხდარ დაპირისპირებას, დაპირისპირების მიზეზებსა და მამა ანთიმოზის ლექსიკას განიხილავენ სოციალურ ქსელებშიც.

"ფაქტია, რომ ეკლესიას დღეს სერიოზული, სისტემური პრობლემები აქვს", - მომხდარს ასე ცოტნე გამსახურდია აფასებს. რაც შეეხება ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს, ის წერს, რომ ვერ ხვდება, რომელი უფრო ცუდი სანახავია: "მღვდელი, რომელიც ჩხუბობს, თუ დაცვა, რომელიც მრევლს ეკლესიაში არ უშვებს".

ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარს აკეთებენ პროდიუსერი დავით იმედაშვილი და საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია. გთავაზობთ დიალოგს:

დავით იმედაშვილი: "მღვდელი, რომელიც ბლატაობს!!! და მრევლი, რომელიც ამასთან დადის!!!"

ნანუკა ჟორჟოლიანი: და მე ეჭვი მაქვს იქედან არავის არ უშვებდა სახელმწიფო დაცვა. რატომ ნეტავ?

დავით იმედაშვილი: სახელმწიფო დაცვის ქცევა რითი იყო გამოწვეული ნაკლებად პრობლემურია. მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, უსაფრთხოება, ბრძანება თუნდაც მცდარი, მაგრამ ეს ტიპი და მისნაირები არიან განვითარების და ყველანაირი კარგი პერსპექტივის მტრები!

არჩილ გამზარდია: ჩხუბის ლექსიკა და ფორმა მღვდელს, სხვაგვარი მოეთხოვება, იდეაში.

შემდეგ კი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პროდიუსერ დავით იმედაშვილის საპასუხოდ წერს:

"დათო, ვერ დაგეთანხმები პირველ ნაწილში. ეს ეკლესიაა და არა რესტორანი და ასე უსაფრთხოების ნორმების დაცვა ეკლესიაში მაგარი უცნაურია. მიშას დროსაც კი (როდესაც დაცვა გაცილებით უფრო გაძლიერებული იყო), სამების ტაძარი არ იკეტებოდა მრევლისთვის".

"მღვდლის კაჩაობა თავისთავად გამაღიზიანებელია. ისევე როგორც იქ მისულებისთვის გადაკეტილი გზაც. საშვები როდესაც დაშვებულია, სავარაუდოდ ყველა გაფრთხილებულია მაგ დროს. მღდვლის გაძველბიჭება, სავარაუდოდ, გაუთვალისწინებელმა ფაქტმა გამოიწვია. ნებისმიერ შემთხვევაში ცუდი სანახავია ეს ამბავი :)", -წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს