ნათია ფანჯიკიძე - "ქრისტეშობის მერე ყველაფერი, ხელოვნების ყველა დარგში, რაც აღგვაფრთოვანებს, იწყება აქედან"

ნათია ფანჯიკიძე - "ქრისტეშობის მერე ყველაფერი, ხელოვნების ყველა დარგში, რაც აღგვაფრთოვანებს, იწყება აქედან"

თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ღვთისმშობლის დატირების" (ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო) ჩანაწერს აქვეყნებს, რომელსაც მგალობელი ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს. და აი, რას წერს მის შესახებ:

"გულში გამიარს.

ამის გულგრილად მომსმენის, იმ სოუსით, რომ ქართული სამღვდელოება და მრევლი ბნელია, ნაკლებად მჯერა, რომ რამე სხვა აღექვათ ამქვეყნად იმ გრძნობით, რომლიც არ ისწავლება. ქრისტეშობის მერე ყველაფერი, ხელოვნების ყველა დარგში, რაც აღგვაფრთოვანებს, იწყება აქედან

ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.

ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! " - უჰ.. ძალიან მძლავრია", - წერს ფანჯიკიძე.

საგალობელს, რომელიც საქართველოს ეკლესიებში წითელ პარასკევს იგალობება, ნაირა ნაჩხატაშვილი ასრულებს. ის უკვე 32 წელია, რაც ტაძარშია და ერთადერთია, რომელიც მაცხოვრის დატირებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გალობს. დავით გურამიშვილის ლექსი "მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი" საგალობლად, პატრიარქის სურვილით, 31 წლის წინ იქცა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს