"ქრისტე სრულიად "დემოკრატიულად" აცვეს ჯვარს" - შორენა შავერდაშვილი

"ქრისტე სრულიად "დემოკრატიულად" აცვეს ჯვარს" - შორენა შავერდაშვილი

"ქრისტე სრულიად "დემოკრატიულად" აცვეს ჯვარს", - ამის შესახებ ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორი შორენა შავერდაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ისე, ქრისტე სრულიად "დემოკრატიულად" აცვეს ჯვარს... ნაროდ ტრებოვალ...

დემოკრატიაც შეიძლება იყოს ტოტალიტარული. როდესაც არ რჩება ადგილი ინდივიდებისთვის.

"როცა კულტურა ნაცრისფერია, ძალაუფლებას "ბნელები" იგდებენ ხელთ"", - წერს შავერდაშვილი.

რედაქტორის პოსტს მეგობრების საინტერესო კომენტარები მოყვა.

ირაკლი ლომოური: დემოკრატიულიად არჩეული მთავრობები არაბულ ქვეყნებში ყველა ისლამისტ-ფუნდამეტალისტურია. ანუ დემოკრატიული არჩევნები თავისთავად, ნამდვილი დემოკრატიის მაჩვენელად არ შეიძლება მივიჩნიოთ, რასაც ამერიკელები, როგორც ჩანს, დღემდე ვერა ხვდებიან...

მზია შანავა: ირაკლი, დემოკრატიული არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში უფრო ამართლებს, იმიტომ რომ ეს ქვეყნები ამომრჩევლის განათლებას და გათვითცნობიერებას წინ არ ეღობებიან. სამწუხაროდ, არაბულ ქვეყნებში უმრავლესობას ეს პრივილეგია არა აქვს აქედან გამომდინარე სავალალო შედეგებით... დემოკრატია, პირველ რიგში, ამომრჩევლის პასუხისმგებლობა და განათლებაა.

ნინო ზურიაშვილი: იმიტომაც ნაროდს დაერხა.

ზურა სტეფანია: ის ზუსტად ის უმრავლესობა იყო, რომელიც იმდროინდელი მთავრობის პირობებში თავისუფლად გამოდიოდა გარეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ქრისტეს მიმდევართა არცთუ მცირე ჯგუფები, რომლებსაც არავინ ჰკითხა აზრი. მაინც არ გამოდის დემოკრატია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს