მანჩო გიორგობიანი ნინო ჩხეიძეს შეურაცხყოფას აყენებს - "ზმურტლიანი თმით და მანერები?! კარგით, ნუუუ"

მანჩო გიორგობიანი ნინო ჩხეიძეს შეურაცხყოფას აყენებს - "ზმურტლიანი თმით და მანერები?! კარგით, ნუუუ"

მანჩო გიორგობიანი "რუსთავი 2"-ს კომედიური სატელევიზიო შოუსთვის ახალი ინსპირატორია. მისი პროტოტიპი "კომედი შოუს" ახალ ეპიზოდში გამოჩნდა. იუმორისტულ სკეჩში მსახიობებმა ვაკელები გააშარჟეს, მთავარი გმირი კი მანჩო გიორგობიანი იყო, რომელიც მიშა ანდღულაძემ განასახიერა.

შესაძლოა, სკეჩმა ბევრი მაყურებელი გაამხიარულა, მაგრამ ეს ყველაფერი სულაც აღმოჩნდა სასაცილო თავად მანჩო გიორგობიანისთვის, რომელსაც თავისი გაღიზიანება არ დაუმალავს და კრიტიკული მოსაზრებები Facebook-ზე გამოაქვეყნა. ამასთან, გიორგობიანმა ანდღულაძეს პაროდისტობა დაუწუნა და აღნიშნა, რომ მისი პროტოტიპი ნინო ჩხეიძეს უფრო ჰგავს.

Facebook/ მანჩო გიორგობიანი (სტილი დაცულია):

"ვანოს ბიჭებს გადაეცით, პარიკები გაირეცხონ, კბილები გამოიხეხონ ... ტანსაცმელს მე ვათხოვებ ბოლო-ბოლო! ისე იზეპირონ და აფრქვიონ ჩემი ტესტები .!.. ანონსში რაც ვნახე , მიშა ანდღულაძე , ნინო ჩხეიძეა - კოპიო - ზმურტლიანი თმით და მანერები?! კარგით ნუუუ ! )))))) ვიმეორებბბ, მანჩო გიორგობიანის პაროდირებისას ----- თმა - დაბანილი (ტანიანად) ! კბილები - გახეხილი ! ტანსაცმელი ჩემზე იყოს... ძონძები - ეკრძალებათ ! ))))))))))

პ.ს. მძივებსაც მე ვათხოვებბბ!!! უულამაზესები მაქვს!!! ჩანთებსაც! )))) ნუ, სათვალე ცოტა მენანება -გამეწელება))), მაგრამ არაუშავს, გავიმეტებ ბოლო-ბოლლო!!!! )))

წინააღმდეგ შემთხვევაში, მგლის ხახა გარანტირებული აქვთ, ბეზ შუტოკკ)))))))", - წერს მანჩო გიორგობიანი.

ასევე დაგაინტერესებთ: ნინო ჩხეიძე მანჩო გიორგობიანს სასამართლოში უჩივლებს? - ცნობილი ქალების საჯარო კინკლაობა სოცქსელში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს