"პირველ წვიმამდე ვერ მიაღწია" - წინასაარჩევნოდ დაგებული ასფალტი

"პირველ წვიმამდე ვერ მიაღწია" - წინასაარჩევნოდ დაგებული ასფალტი

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე შანიძის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც დაგებიდან ძალიან მოკლე დროში გაფუჭდა.

"ეს არის ასფალტი ვერაზე, შანიძის ქუჩაზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დააგეს: წინასაარჩევნოდ, ნაცმოძის საუკეთესო ტრადიციებში დაუჯერებელია, მაგრამ შეგიძლიათ ოფიციალურად გადაამოწმოთ - პირველ წვიმამდე ვერ მიაღწია, დახეთქილია. ამის გულისთვის, მითხარით, მაგ. გერმანიაში, რას უზამდნენ შემსრულებელს, დამკვეთს და ზედამხედველს?", - აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.

როგორ გამსახურდია წერს, ასფალტის დაგების პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაკები ზედამხედველობდნენ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს