"ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე..." - თერჯოლელმა მკვლელმა მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა

"ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე..." - თერჯოლელმა მკვლელმა მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა

ცოტა ხნით ადრე, ვიდრე თერჯოლაში, სოფელ ეწერში საკუთარ დედას მოკლავდა და საღორეში დამარხავდა, მკვლელმა სუროგაციის ცენტრის "NEW LIFE"-ის მსოფლიო ქსელის დამფუძნებელ მარიამ კუკუნაშვილზე თავდასხმა სცადა. ამის შესახებ კუკუნაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"გარკვეული ხნის წინ მეგობრის სახლში ვიყავი სუფრაზე, სადაც არცთუ ისე კარგი რეპუტაციის მქონე მეზობელი ბიჭი დაუპატიჟებლად მოვიდა სუფრაზე. ცოტა ხანში მეორე სართულზე (საკუთარი სახლის) ავედი, რადგან ჩანთა მქონდა იქ დატოვებული. ეს ბიჭი უჩუმრად ამომყვა და რომ მივხვდი საქმე ვერ იყო კარგად და იმხელა სახლში ვერც ვერავის გავაგონებდი, ''პოდრუჩკი'' გავუყარე, გავუღიმე კიბის კიდესთან მივასეირნე, უცებ ხელი ვკარი და ცემენტის კიბეზე დავაგორე, რის შედეგადაც თავი გაუსკდა და სისხლიც ორ ტოტად წამოუვიდა. დღეს გავიგე, რომ გუშინწინ - აღდოგმა დღეს ამ ბიჭმა საკუთარი დედა საშინლად აწამა, შეშის ღუმელის გაცხელებული მაშითა და ნაკვერჩხლებით დაუდაღა მთელი სხეული და შემდეგ წაიღო და საღორეში დამარხა.

პოლიციისთვის უთქვამს მამაჩემის ამოთხრას და სასწაულების გაკეთებას ვაპირებდი და არ დამცალდაო...

ის ოჯახი გადარჩენილია, რადგან იმ დაგორების ხმაურზე ჩემი მეგობრის მამა, ძმა გამოვიდნენ და სცემეს. პასუხად ამისა, ჩამოვიდა თბილისში, ამ ჩემი მეგობარი გოგოს სახლში მივიდა, მინა ჩალეწა, აიღო მინის ნამტვრევი და ყელზე დაუსვა. ჩემს მეგობარს დამ მიუსწრო და გადარჩა.

ერთხელ 70 წლის ქალის გაუპატიურებაზე იჯდა, მეორედ მკვლელობაზე, მესამედ ხულიგნობაზე სულ რაღაც ამინისტიები შეეხო. ახლა მეოთხედ ჩასვავენ, მაგრამ დანაშაულის შეკრებითობა ამინისტირებულია და როგორც პირველად ნასამართლებს ესე. შესაბამისად, მაქსიმუმი 20 წელი...", - წერს მარიამ კუკუნაშვილი.

შეგახსენებთ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში შვილმა დედა ბლაგვი საგნით მოკლა, ხოლო მოკლულის გვამი საღორეში დამარხა. როგორც topnews.com.ge-ს გარდაცვლილის მეზობელმა განუცხადა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტიით არის გათავისუფლებული და ის მსხვერპლს რამდენიმე დღის განმავლობაში საღორეში მალავდა. მეზობლებს კი ეუბნებოდა, რომ დედამისი საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა.

"არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო. ორ სოფელში პედაგოგად მუშაობდა. შვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რის გამოც სახლში არ მოდიოდა და ახლობლებთან რჩებოდა. აღდგომის დღეებში მოვიდა და სურდა, სახლში ყოფილიყო ცოტა ხნით. შვილს ეტყობოდა ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. დედა ყოველთვის ცდილობდა, სიტუაცია განემუხტა და კონფლიქტში არ შესულიყო. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ დედა რამდენიმე დღის მოკლული ჰყავდა და საღორეში მალავდა", - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა, მაყვალა უკლებამ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს