"მერე, ქუჩებში რომ აუპატიურებდნენ, თქვენმა ხელისუფლებამ მოჰკითხათ პასუხი?" - პრემიერს მეზღაპრეობაში ადანაშაულებენ

"მერე, ქუჩებში რომ აუპატიურებდნენ, თქვენმა ხელისუფლებამ მოჰკითხათ პასუხი?" - პრემიერს მეზღაპრეობაში ადანაშაულებენ

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მეზღაპრეობის გამო აკრიტიკებს და ლიტონი სიტყვებით ლაპარაკის ნაცვლად, დაპირებულ სამართლიანობის აღდგენას ახსენებს.

"ძვირფასო ირაკლი, აღარა კმარა ეს ორღობის დონეზე ლაპარაკი? მერე, ქუჩებში რომ აუპატიურებდენ, თქვენმა ხელისუფლებამ მოჰკითხათ პასუხი? დასაჯა ყველა ჯალათი? დაუბრუნა ვინმეს წართმეული ქონება? რა იქნა ადამიანებისათვის წართმეული სიცოცხლე, დანგრეული ჯანმრთელობა? არ დამიწყოთ ახლა, აი, სასამართლოო... სხვის მაგივრად რომ არ ვილაპარაკო, ჩემს რამოდენიმე საჩივარზე ჯერ თქვენს პროკურატურას თითიც არ გაუტოკებია! ორი წელი ხდება, ექსპერტიზას ნიშნავენ და ვერ დანიშნეს, სხვა რომ არაფერი...

გასაგებია, რომ მორიგი არჩევნების წინ მომგებიანია ასეთი განცხადებები ფიზიკურად, მატერიალურად, მორალურად განადგურებულ ადამიანებში იმედის გასაღვიძებლად, გულის მოსაგებად, მაგრამ ნამუსიც ხომ კაი ძროხაა?! ჰო, დამავიწყდა: კოჰაბიტაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სრულდებოდა, მახსოვს; მართლაც... ნაციონალებთან ფლირტი ორმხრივი სიამტკბილობით დასრულდა

ასე რომ, არ გვინდა რა, ეს ზღაპრები...", - წერს გამსახურდია.

შესაგსენებთ, გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას გამოეხმაურა.

"საერთოდ, მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში? ალბათ, წიგნებს დაწერს თვითონ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, კლავდნენ ქუჩებში, როგორ ართმევდნენ ბიზნესებს და ა.შ.", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თბილისში ორი დღის წინ გაიხსნა.

იხილეთ ასევე: მიხეილ სააკაშვილის ახალი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა თბილისის ცენტრში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს