ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი გამოხმაურება ქმრისთვის ბრალის დამძიმების შესახებ

ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი გამოხმაურება ქმრისთვის ბრალის დამძიმების შესახებ

მთავარმა პროკურატურამ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს წარუდგინა. ორივე მათგანს ბრალი დაუმძიმდა.

იხილეთ პროკურატურის განცხადება

ამ ფაქტს ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე პოსტით ეხმაურება სოციალურ ქსელში.

გთავაზობთ ტელეწამყვანის გამოხმაურებებს ქმრისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით:

Facebook/ ნანუკა ჟორჟოლიანი:

"ფარცხალაძის უწყებამ ირაკლი კოდუას (გელაშვილის საქმეზე) ბრალი წარუდგინა მუხლით სამსახ. უფლებამოსილების გადამეტება;) რაც ნიშნავს იმას რომ მის უფლებებს უბრალოდ გადაამეტა? ვიდრე დეტალებში ჩავალ ერთ კითხვაზე მიპასუხოთ იქნებ! ანუ რას ამბობთ? ამის უფლება ჰქონდა და უბრალოდ გადაამეტა? თუ ნიშნავს იმას რომ სხვა მუხლი უბრალოდ ვერ წაუყენეთ? იმიტომ რომ ჩემზე კარგად თქვენ იცით, კოდუამ ისე ცემა გელაშვილი როგორც მე ეხლა ჩინეთის იმპერატორი ვარ:)"

"პროკურატურის გადმოცემული მტკიცებულებებით არავინ არ ამბობს რომ ვალერი გელაშვილის ცემა მათ ირაკლი კოდუამ დაავალა. უფრო მეტიც! არავინ ამბობს რომ კოდუას რამე შეხება ქონდა მათთან! ბრალი ფარცხალაძის უწყებამ ირაკლის ვარაუდზე დაყრდნობით წაუყენა!:)"

"პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო 1 აპრილს. ანუ სწორედ ამ დღეს ასე ერთად მივიდა 5 სპეც. რაზმელი პროკურატურაში და შეიტანეს ზუსტად ერთნაირი დაბეჭდილი ჩვენება. თუმცა ამ ჩვენებებში არსად წერია კოდუას კავშირზე ამ საქმესთან:) მაგრამ უცნაური აქ სხვა რამეა:) თარიღი:) სომბოლურიც არის ცოტა:)"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს