ნინა სუბლატი - "საქართველოში საკუთარ სიმღერებს არ გვამღერებენ"

ნინა სუბლატი - "საქართველოში საკუთარ სიმღერებს არ გვამღერებენ"

მუსიკალური კონკურსის,"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ნინა სუბლატი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ახალბედა მომღერლებს საქართველოში საკუთარი სიმღერების შესრულების საშუალებას არ აძლევენ.

"განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში ხშირად მესმის ხოლმე, ასე ვთქვათ, ამღერების სხვადასხვა უცნაური მიზეზი, მაგალითად: "გოგო კაია ძაან", "რავი პროსტა", მათ შორის ყველაზე უცნაური მიზეზი - "პოპულარობა" (?!) და ძაან მიკვირს ხოლმე. იმიტომ, რომ ჩემს საქმეს მე ჩემი დიდი სურვილითა და სიყვარულით ვაკეთებ. იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ შემიძლია და მოკლედ, ბევრი ასეთი მიზეზის გამო. ჩემი თავიდან, ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე გულწრფელი და მართლა ძალიან მაგარი გულშემატკივრები მყავს. მართლა ძალიან რთულია იყო ხელოვანი და ცხოვრობდე საქართველოში - ბევრი ძალიან მძიმე და გულსატკენი მიზეზის გამო. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საკუთარ სიმღერებს არ გვამღერებენ. დანარჩენს, უბრალოდ, აღარ ჩამოვთვლი. ამიტომ: იმის მიუხედავად, რომ ძალიან შეზღუდულები ვართ, იმის გამო, რომ ძალიან გვინდა და ამის საშუალებას არ გვაძლევენ, მინდა თითოეულ ჩემს გულშემატკივარს დიდი, დიდი კი არა და უზარმაზარი მადლობა გადაგიხადოთ! იმისთვის, რომ ასეთ კარგ სიტყვებს მეუბნებით, იმისთვის, რომ გაინტერესებთ ჩემი შემოქმედება, იმისთვის, რომ სხვებისგან განსხვავებით, ქაჯები არ ხართ და იმისთვის, რომ მაგარი ტიპები ხართ ყველა! მადლობა, რომ ძალას მაძლევთ, არ მომბეზრდეს, ახალი გავაკეთო, ცუდი გავაკრიტიკო, მაგალითი მივცე და ა.შ. უღრმესი მადლობა თქვენ! მიხარია, რომ ასეთი კარგები ხართ! მიხარია, რომ ამდენი ხართ! მიხარია, რომ ჩემი ოფიციალური გვერდების მოწონება და follow 50.000-ზე ბეეევრად მეტია! მე თქვენ ძალიან მიყვარხართ, მეგობრებო! ძალიან", - წერს სუბლატი.

იხილეთ ასევე: ნინა სუბლატი - სანამ ჩემზე დაწერთ, რას ვგავარ, მოიმარჯვეთ პატარა სარკე

ნინა სუბლატი - გავიდა თქვენი დრო და გაქრით რაა, ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს