რა სერიალს უყურებენ ბოკერია და უგულავა ერთად

რა სერიალს უყურებენ ბოკერია და უგულავა ერთად

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი პოპულარულ ამერიკულ სერიალ "სამეფო კარის თამაშებს" (Game of Thrones) ერთად უყურებენ. ამ ამბის ამსახველ ფოტოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გიგა ბოკერიას მეუღლე, ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი აქვეყნებს.

როგორც ფოტოს კომენტარებიდან ირკვევა, გოკა გაბაშვილს სერიალის ყურება ახალი დაწყებული აქვს და ინტერნეტში გამოქვეყნებულ სერიებს დაჩქარებული ტემპით უყურებს, რათა დანარჩენებს დაეწიოს. გიგა ბოკერია კი კვირიდან კვირამდე ახალი სერიის მოლოდინში "იტანჯება" - როგორც ცნობილია, ინტერნეტში ახალი სეზონის ყოველი მომდევნო სერია ერთკვირიანი შუალედით ქვეყნდება.

"სამეფო კარის თამაშები" ბოლო დროის ყველაზე რეიტინგული ამერიკული სერიალია, რომელიც ქართველ მაყურებლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. სერიალი გამოგონილი შვიდი სამეფოს ისტორიაა, სადაც მთავარი პერსონაჟები რკინის ტახტის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს