ნინა სუბლატი - ჩვენი დამსახურებაა ქართულ სცენაზე უფრო თამამები რომ გახდნენ, მეტს მოძრაობენ

ნინა სუბლატი - ჩვენი დამსახურებაა ქართულ სცენაზე უფრო თამამები რომ გახდნენ, მეტს მოძრაობენ

პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული, მომღერალი ნინა სუბლატი კოლეგა მარიკო ლეჟავასა და საკუთარ თავს ქართულ სცენაზე თამამი ჩაცმულობისა და პერფორმანსების დამამკვიდრებლად მიიჩნევს. ამის შესახებ სუბლატი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"მარიკო, იცი რას ვფიქრობ? აი, დღეს რაც ხდება, ჩვენნაირი ახალგაზრდების (უფრო პატარების და უფრო დიდების) ცხოვრებაში, ეს არავისი, გარდა შენი და ჩემი დამსახურება არაა! ვფიქრობ, რომ არა მე და შენ, დღეს საერთოდ ამდენი რამე არ მოხდებოდა, დღეს არავინ იფიქრებდა, რომ სცენაზე მოძრაობაა საჭირო, არავინ იფიქრებდა, რომ "უი თამამად ჩაცმაც შეიძლება?!", იდგებოდნენ ისევ ისე პოლის ჯოხებივით, როგორც ყოველთვის იდგნენ და გაგრძელდებოდა ისევ ის ქაქი, რაც იყო... მე ვფიქრობ, რომ მე და შენ ახალი რაღაც წამოვიწყეთ საქართველოში და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი დამსახურებაა ის, რაც ხდება, ის რომ ახალი პროექტები დაიწყო, ის, რომ უფრო მეტი უნდათ, უფრო მეტს მოითხოვენ, უფრო თამამები არიან, მეტს მოძრაობენ, სიტყვა პერფორმანსი გაიგეს, როგორც იქნა, რა არის და ეს ყველაფერი შენი და ჩემი ძალიან ძალიან ძალიან დიდი შრომის და ცოდნის შედეგია!!! რამდენი წელი ვიცნობთ ერთმანეთს და აი მაგდენი წელია შენც შენ განვითარებაზე სახეს იხევ და მეც და ეს ყველაფერი თურმე ღირდა ამად!! მთავარია, ვიღაცეები შენ და ჩემ "შექმნას" იბრალებენ და გონიათ, რომ არა ეგენი, ჩვენ ვერაფერი ვიქნებოდით მარა - ჩვენ რომ არა, ეგენი ვერ მოვიდოდნენ აქამდე! WE RULE IT GIRL nobody fuckin else can do all dat!!!

გინდა კარგი ხმა ჰქონდეს, გინდა არაჩვეულებრივი გოგო იყოს! ეს რაც ხდება მარტო ჩვენი დამსახურებაა და ნურავინ ნუ მიიწერს! P.S. ვინც რამეში არ გვეთანხმება, თუ შეიძლება "საქართველოს ვარსკვლავამდე" გაკეთებულ შოუებს გადახედოს და დაბრუნდეს ბოდიშის მოხდით!", - წერს სუბლატი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს