სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ლალი მოროშკინა დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის პოლიტიკას აპროტესტებს და შიმშილობის დაწყებას გეგმავს. როგორც მან ერთ-ერთ სააგენტოს განუცხადა, "დეპარტამენტი დიმიტრი დარბაისელის მისვლის შემდეგ "ზონდერებით" გაივსო, ამასთან, გაიცემა არაადეკვატური პრემიები, მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს, ხოლო პრემიერს საბოტაჟს უწყობენ და, როგორც ჩანს, ინფორმაციას უმალავენ".
"სისტემაში არიან 26 მაისისა და 7 ნოემბრის "ზონდერები". ამასთან, ზღვარსგადასული პრემიების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია ჩვენს ზემდგომ უწყებას, მასგრამ სამწუხაროდ, რეაგირება არ მოჰყვა, - როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრს არ უთხრეს. რაც ყველაზე მთავარია, ამ ინფორმაციამ გამოჟონა. ეს ხდებოდა "მოდულში" და არა ნინიას ბაღში, ხომ? ეს ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელში მოხვდა და მათ ბრიფინგი მოაწყვეს. საბოტაჟს უწყობენ ღარიბაშვილს და ამ საბოტაჟს ხელს დღევანდელი ჩინოვნიკები უწყობენ. მინდა, პირადად შევხვდე ღარიბაშვილს, რათა ვუთხრა, რა კადრებით არის დღეს სისტემა დაკომპლექტებული, რამხელა პრემიები აიღეს და თუ აქვს საქართველოს იმის ფუფუნება, რომ 40 000-ლარიანი პრემიები არიგონ. თუ ეს ასეა, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ. თუ სხვა გზა არ დამრჩება და 2 დღეში არ გადაწყდება დეპარტამენტის გაწმენდა მათგან, იძულებული გავხდები, შიმშილობა დავიწყო. მზად ვარ, სანამ გარდამავალი პერიოდია, ვუხელმძღვანელო დეპარტამენტს, რადგან ეს ჩემს უფლებამოსილებაში შედის, - ფორსმაჟორულ სიტუაციებში შემიძლია, ხელმძღვანელობა გადავიბარო, შემდეგ კი დანიშნონ თავმჯდომარე, რადგან არ ვაპირებ დიდხანს აქ ყოფნას. ისედაც პრობლემატურია სასჯელაღსრულების სისტემა და ეს ძალიან თრგუნავს ადამიანს. სხვა შემთხვევაში შიმშილობას ვაცხადებ. მე თუ გამოვაცხადე შიმშილობა, ზუსტად ვიცი, რომ მთელი საქართველო გვერდში მეყოლება, აქ კი ნამდვილად შეიქმნება შფოთვის საგანი. წინასაარჩევნო პერიოდია, არავის აწყობს სიტუაციის არევა", - აცხადებს ლალი მოროშკინა.
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ლალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე პოსტს აქვყნებს.
"წინა სიტყვა პროტესტის უკიდურეს ფორმამდე!
იყო 9-წლიანი ბრძოლა, ყოველ დღე შიში მკლავდა, რომ ჩემი შვილის ჯიბეში "შემთხვევით"ნარკოტიკი აღმოჩნდებოდა, ჩემ ძმას დაიჭერდნენ რაიმე შეთითხნილი ბრალდებით....ღმერთმა გადამარჩინა და მავანთა პროვოკაციის შედეგად მხოლოდ მე მოვხვდი "მოდულის" ქვესკნელში...
ჩემი სახლის დიდი ნაწილი პატიმრების წერილებს უკავია...ეს ჩემი სიმდიდრეა...წლობით ამ ადამიანების გოდებას და ვებას ვკითხულობდი...შემდეგ დაიწერა წიგნი "გისოსებს მიღმა საქართველოა"!
1 ოქტომბერი მე და ჩემმა მეგობრებმა მოვიყვანეთ...მაშინ ვინც გვარბევდა-დაწინაურდნენ, ვინც"გვისმენდა"-გამდიდრდნენ, მე სული მეწვის საკუთარი უსუსურობისგან, რომ დღეს ვერ ვშველი ადამიანებს განსაცდელში, იმიტომ რომ დიდი ღალატია!!!
მე მცხვენია იმისი რაც სასჯელარსრულების უწყებაში დაფიქსირდა,,,და ეს მაშინ როდესაც ბიჭები გვყავს "გაურკვეველ" ვითარებაში გარდაცვლილი და ბიდიშიც არავის მოუხდია!!!! მე გიხდით ბოდიშს ხალხო!!!
პროტესტის ფორმას და გეგმას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით!
Irakli Garibashvili Official კიდევ ერთხელ, ღიად ვადასტურებ ჩემს პატივისცემას თქვენდამი და დარწმუნებული ვარ, რომ ფინანსურ და სამართლებრივ საბოტაჟს ერთიანი ძალებით გავუმკლავდებით!
მართლა სული მეწვის ამ ხალხის უბედურებას რომ ვუყურებ გისოსებს მიღმაც და გამოღმაც, მე კი ვდუმვარ...
მაპატიეთ, უკვე "მშვიდობის" დროს ნაჯიჯგნო ბიჭებო...კორტავა, ფარტენაძე...და კიდევ ათეული....
მე იმიტომ, რომ ხალხმა ამირჩია და არა ვიმე კონკრეტულმა მაღალჩინოსანმა, ანგარიშვალდებულიც ხალხის წინაშე ვარ!
სასჯელაღსრულების კადრები, ძირითადად ყოფილი ზონდერები. 7 ნოემბრის და 26 მაისის დამრბევები - დღეს კი ასე გულაობენ!
18 ბიჭი დაიღუპა "ჩვენს" დროს ციხეში!
"პერებეზჩიკები "სათანადოდ დაისჯებიან!
დიდი მადლობა ყველას ვინც ასე გააქტიურდა, პირველ რიგში სად-იდან ნახევარი წლის განმავლობაში გაშვებული თანამშრომლები.ისინიც აპირებენ, რომ დააფიქსირონ თავისი პროტესტი სამსახურიდან მათი უკანონო გაშვების თაობაზე.ასეა ეს,სიმართლე არასოდეს დაიმალება.
მე კი გახლავართ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოლოდინში, დიდი რომ "პერებეზჩიკები"სათანადოდ დაისჯებიან!
ასევე ძალიან მალე დასახელდებიან ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ორმაგ თამაშს თამაშობენ", - წერს მოროშკინა.