"მისი ორკვირიანი მივლინება 20 000 ლარი დაუჯინა ბიუჯეტს" - მანჩო გიორგობიანი ოდიშარიას უვიცსა და უსაქმურს უწოდებს

"მისი ორკვირიანი მივლინება 20 000 ლარი დაუჯინა ბიუჯეტს" - მანჩო გიორგობიანი ოდიშარიას უვიცსა და უსაქმურს უწოდებს

მანჩო გიორგობიანი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას უნდობლობას უხდაებს და მას "ფეისბუქის" პირად გვერდზე უვიცსა და უსაქმურს უწოდებს:

"კულტურის მინისტრსს ვუცხადებ უნდობლობას, რადგან უვიცია, უსაქმურია და транжира ..! (ვანოს ბიჭებმა ჩა-გუგლეთ)

1. საყდრისი, ამდენ ხანს, ოდიშარიას აზრით, არ იყო ძეგლი.. 2013 წელს მოეხსნა ძეგლის სტატუსი. (?!)

2. მუცოს კედელი ჩამოენგრა !.. მანამდე, სარეაბილიტაციო თანხები ვერ გამოინახა .. თურმე!..

3. სამაგიეროდ, ოდიშარიამ პრემიის სახით აიღო 50 000 ლარი (მომეფონა)...

ორკვირიანი მივლინება 20 000 ლარი დაუჯინა ბიუჯეტს.. (კარგად მოეწყო ბიჭი)

ბიუჯეტში 3 500 000 ლარმდე დააბრუნა.. ვერ მიაგნო დასახმარებელ კულტურას .. видите ли !

საქართველოს მთავრობა, ჯვარი ხომ არ გაქვთ დაწერილი, რას ელოდებით?!".

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და RMG Gold-ის მოწვეულმა ექსერტებმა კვლევით დაადასტურეს, რომ საყდრისში უძველესი მაღარო მდებარეობს. მოქალაქეთა ჯგუფმა კი ორი დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიცია შეიტანა, რომლითაც კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს უნდობლობა გამოუცხადა.

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე RMG Gold ოქროს მოიპოვებს, ხოლო მიწის სამუშაოების გაგრძელება ობიექტის გაუქმებას გულისხმობს. მოქალაქეთა ჯგუფი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

იხილეთ ასევე: ოდიშარიასა და მისი მოადგილეების სამი ღამის სკანდალი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს