"ნოდარს მდუღარე წყალი შეასხეს სახეში" - რას ყვება მომხდარზე ეკა ხერხეულიძე და რატომ ამართლებენ ძალადობას სოცქსელებში

"ნოდარს მდუღარე წყალი შეასხეს სახეში" - რას ყვება მომხდარზე ეკა ხერხეულიძე და რატომ ამართლებენ ძალადობას სოცქსელებში

"90-იანი წლების თანამედროვე ქრონიკა" - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და მხარდამჭერებზე ბოლო პერიოდში მომხდარ თავდასხმებს პარტიის წევრი ეკა ხერხეულიძე. ის ზურა ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმას თანდართული ფოტომასალით Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება:

"90-იანი წლების თანამედროვე ქრონიკა. ზურა ჭიაბერაშვილს, ნოდარ ლადარიას და თორნიკე შარაშენიძეს კაფე "ლიტერატურულში" თავს დაესხნენ. ზურას თავი გაუტეხეს, ხოლო ნოდარს მდუღარე წყალი შეასხეს სახეში", - წერს ეკა ხერხეულიძე.

მომხდარი თავდასხმა მომენტალურად იქცა მთავარი განხილვის თემად სოციალურ ქსელებში. აღსანიშნავია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალადობას ამართლებენ:

"მიიღეს, რასაც იმსახურებდნენ. ნუ, მეტსაც იმსახურებენ, მაგრამ ამჯერად ეს იყოს.

რას იზავ, როცა მთავრობა უქნარაა, ჯობია ისევ ჩვეულებრივმა ხალხმა აღასრულოს სამართალი.

მე მომწონს ასე, სხვების არ ვიცი".

"პროსტა სიის მიხედვით რო იყოს, რაღა ჭ და წ - დან დაიწყეს?"

"დაეჭირათ დროზე და აღარავინ არ სცემდა"

"ძალიან კარგი...

მივესალმები ასეთ ფაქტებს...

ხელისუფლება უუნაროა და ნოშიკოები არიან პრევენციის ბოლო გზა, ხელისუფლებაში მომსხდარი ტიპები ზღვარს რომ არ გადავიდნენ..."

"დასაგმობია ყველანაირი ძალადობა, მაგრამ როდესაც კანონი არ კანონობს მაშინ..."

გამოხმაურებები ამოღებულია თბილისის ფორუმიდან.

ამავე თემაზე:

ზურაბ ჭიაბერაშვილის პირველი კომენტარი თავდასხმის შემდეგ

რას ყვება ნაცემი ნოდარ ლადარია - პირველი კომენტარი

ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს