ნანუკა ჟორჟოლიანი - პანღურის გამო მოხსნილი "სოდელი" კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ნანუკა ჟორჟოლიანი - პანღურის გამო მოხსნილი "სოდელი" კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით მხეიძე დანიშნეს. ამ ინფორმაციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს.

"მაშინ როდესაც ეს ხელისუფლება ოპოზიციაში იყო და ირაკლი კოდუა სოდის უფროსი, მოხდა ეს ფაქტი. ( ძალიან ცუდი ნამდვილად ) მაშინდელმა ოპოზიციამ ანუ დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური გამოსვლებით იმდენს მიაღწია რომ ვანო მერაბიშვილმა ირაკლი კოდუას დაურეკა და უთხრა მოეხსნა თანამდებობიდან სოდის ნარკომანიის უფროსი დავით მხეიძე (და არა კობახიძე როგორც ამას წამყვანი ამბობს ). კოდუამ მინისტრის ბრძანება შეასრულა იმიტომ რომ ფაქტი ძალიან პოლიტიზირებული იყო. (ზოგადად კოდუა ცნობილია იმით რომ ძალიან იცავდა საკუთარ კადრებს და ეს ყველამ იცის შსს-ში ) გავიდა დრო. მაშინდელი ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდა და პანღურის გამო მოხსნილი დავით მხეიძე დანიშნეს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილედ ( რომელსაც შეუერთეს სოდიც) და ჩააბარეს მთელი ქვეყნის ნარკოდანაშაულის გაკონტროლება ანუ იგივე რაზეც კოდუას ყავდა დანიშნული უბრალოდ ეხლა უკვე უფრო დიდი მასშტაბებით:) მე მაინტერესებს, როდის იყავით მეგობრებო გულწრფელები ან მართლები? მაშინ როდესაც ოპოზიციაში იყავით თუ დღეს როდესაც ხელისუფლებაში ხართ?

ამ კაცს ჩააბარა დღევანდელმა ხელისუფლებამ თითქმის ყველაზე მაღალი პოსტი და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგზე ვგიჟდები", - წერს ჯორჟოლიანი.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს