"არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას აკრიტიკებს

"არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო" - დაჩი გრძელიშვილი მთავრობას აკრიტიკებს

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მთავრობას მიმართავს და ურჩევს, "ხალხის ხარჯზე გულაობას" თავი დაანებონ.

"შეურაცყოფილი, გაბრაზებული და დაჩაგრული ვარ: (შეურაცხყოფილი იმიტომ, რომ ჩემი ფულით, ლამის მთელი ჩემი მთავრობა დღეს ბათუმის რედისონსა და შერატონში ნებივრობს - ლიფტთან დაცვის პოლიციის პოსტია "ლიფტებში კი შავ სათვალიანი ოთხკუთხა ბიჭები. გაბრაზებული იმიტომ, რომ სასტუმროდან გამოსულს, ყველა წესის დაცვით დაყენებული მანქანა აღარ დამხვდა. პატრულმა, მანქანები ხელს გვიშლიდა და უნივერსიტეტის სადგომზე გადავიტანეთო(!).და ვის უშლიდა ხელს? აი, ამ შავ ავტობუსებს, თითო რომ ასი ათასი ღირს (ისევ ჩვენი გადახდილი). და ჩინოვნიკისთვის ხომ ბევრი სიარული არ შეიძლება, ამ უზარმაზარი ჯიპით ლამის ლიფტამდე მოიყვანეს, ახალგამომცხვარი არმან-კოსტუმიანი პოლიციის ჩინი, რომელსაც თავი ისე ეჭირა, გეგონება მე მქონდა მაგის გადასახადებით ნაყიდი ლენდკრუიზერ-200... დაჩაგრული კი იმიტომ ვარ რომ ჩემოდანი სასტუმროდან სადგომამდე ხელით ვათრიე, რადგან მიმდებარე ქუჩებიც პატრულს ჰქონდა გადაკეტილი. იმიტომ, რომ შერატონში, მათი დღის საზეიმოდ მოსულ ჯიპოსან მთავრობას ხელი არ შეშლოდა... თუმცა სამართლიანობითვის უნდა ითქვას, რომ ხალხზეც ზრუნავენ - იძულებით ავტოსადგომზე მოსულ, მანქანის ძებნით ნანერვიულებ და გულგახეთქილ მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა უცდიდა:) ისე, გაყვანილი მანქანების ადგილას დარჩენილ საბურავის კვალზეც ჩანდა, მათი საჭიროება. არ გირჩევთ, ჩვენს ხარჯზე "გულავს", ბატონებო...", - წერს გრძელიშვილი.

დღეს პოლიციელთა პროფესიული დღე აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბათუმს ესტუმრნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს