"კაფეებსაც ხშირად ვსტუმრობ, ასე რომ, სრული საშუალება გაქვთ, მცემოთ" - გია ნოდია

"კაფეებსაც ხშირად ვსტუმრობ, ასე რომ, სრული საშუალება გაქვთ, მცემოთ" - გია ნოდია

ამ დღეებში განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ნოდარ ლადარიას ცემის ფაქტს გამოეხმაურა. მან გიო მგელაძესა და რეზო თაბუკაშვილს "ინტელიგენციის ნაბიჭვრები" უწოდა.

"გიო მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი ჯუნიორი თბილისური ინტელიგენციის ნაბიჭვრები [არიან], "კაი ოჯახიდან გამოსულობის" და ვაკელობის გარდა რომ არაფერი აქვთ ცხოვრებაში საამაყო. მათი ქცევა უკვე მთლიანად ძაღლის ინსტინქტზე დავიდა. ტერიტორიას იცავენ უცხოებისაგან", - დაწერა ნოდიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

პოსტს აქტიური გამოხმაურება და პოლიტოლოგის კრიტიკა მოჰყვა. გამოჩდნენ ისეთებიც, ვინც ნოდია ჩაიზე დაპატიჟა. ნოდიას მიპატიჟება უპასუხოდ არ დაუტოვებია და მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანები კაფეებში მიიწვია, რომლებსაც, როგორც თავად წერს, საკმაოდ ხშირად სტუმრობს.

"ამ დღეებში ბევრი თბილი პოსტი წავიკითხე ჩემზე, რომლის ძირითადი ლაიტმოტივი ისაა, ეს ნოდიაც ხომ დალევს ჩაის რომელიმე კაფეში და არ ეშინია, ერთი კარგად მიჟეჟონო? რა ძალიან კარგი იქნებოდაო, თუ არ გაჩუმდა, აბა როგორ უნდაო.

ხოდა მინდა გითხრათ, ბატონებო, რომ არც გაჩუმებას ვაპირებ და თბილისის კაფეებსაც კვლავ ხშირად ვსტუმრობ. ასე რომ სრული საშუალება გაქვთ, მცემოთ (მაინცდამაინც ჩაის გადასხმა თუ გნებავთ, თქვენი მოიტანეთ, მე უფრო ყავას ვსვამ). ჩემგან ახსნა არ გჭირდებათ: ხელისუფლება პრობლემებს არ შეგიქმნით, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ასი ლარი მაინც იქონიეთ. ასე რომ, გზა ხსნილია", - წერს ნოდია.

იხილეთ ასევე: "ნოდარს მდუღარე წყალი შეასხეს სახეში" - რას ყვება მომხდარზე ეკა ხერხეულიძე და რატომ ამართლებენ ძალადობას სოცქსელებში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს