რას ყვება ნანუკა ჟორჟოლიანი დედა-შვილის შესახებ, რომლებიც მეცხრე სართულიდან გადმოხტნენ - "არცერთი უთანხმოება არავისთან არ ჰქონია"

 რას ყვება ნანუკა ჟორჟოლიანი დედა-შვილის შესახებ, რომლებიც მეცხრე სართულიდან გადმოხტნენ - "არცერთი უთანხმოება არავისთან არ ჰქონია"

ტელეწამყვანი ნანაუკა ჟორჟოლიანი ვაკეში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც ქალიშვილის თვითმკვლელობით თავზარდაცემულმა დედამ თავადაც სუიციდი სცადა. როგორც ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, გარდაცვლილი მოზარდი მისი შვილის, მარიამის სკოლელი იყო და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი ბავშვების მხრიდან დაცინვის ფაქტები გახდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"რამდენიმე დღის წინ მოხდა საშინელი ტრაგედია. ბავშვი ფანჯრიდან გადახტა. მოზარდი გოგო. თითქმის მარიამის ასაკის. არც კი მინდა წარმოვიდგინო, გავიაზრო იმ დედის მდგომარეობა რომელმაც ეს დაინახა და შვილს ზუსტად იმავე ფანჯრიდან გადაჰყვა. საბედნიეროდ (რაც საკამათოა) გადარჩა. საკამათოა იმიტომ, რომ ალბათ იმ უბედურ გოგოს, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა, ურჩევნოდა მის შვილთან ერთად ყოფნა. ამ ისტორიას ვერ ვიშორებ უკვე დღეებია. საკმარისია, დავწვე და თვალი დავხუჭო, წარმოვიდგენ ყველა იმ ბავშვს, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა. ეს ბავშვი მარიამის სკოლელი იყო. წარმოვიდგენ იმ ეზოს, როგორ ისხდნენ ალბათ კიბეზე... ბიბილოთეკაში და სასადილოში, რომლის დიდი ფანჯრებიდანაც უყურებდნენ ერთად დიდ ეზოს.. ეზოს სავსე მომღიმარი და ბედნიერი ბავშვებით! ბავშვებით, რომლებსაც ძალიან უყვართ იქ ყოფნა.. რაღაცნაირად განსხვავებულ გარემოში. ლაღი და ძალიან ჯანმრთელი ბავშვებით. იქ ასწავლიან მათ გუნდური ცხოვრების თამაშის წესებს და ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ ერთად.. ეხლა რომ წარმოვიდგენ: როგორი სიჩუმეა, ალბათ იქ ტანში მზარავს. ეხლა რომ წარმოვიდგენ რომ ბავშვმა, რომელიც მარიამის თანატოლი იყო, ცხოვრება თვითონ დაისრულა, აღარ მინდა არაფერი და რასაც ვერ წარმოვიდგენ არის დღე, როდესაც ბავშვის დედა თვალებს გაახელს და... მინდა ყველა ბავშვს მოვეფერო გულით. ამერიკული სკოლის ყველა მოსწავლეს! მინდა, რომ ამ ისტორიამ დამტოვოს იმიტომ, რომ აღარ შემიძლია ამით სიარული! და ამ ბავშვებმა მალე შესძლონ ამის დავიწყება! და მინდა, რომ ყველას შვილი კარგად ყავდეს! ყველას! ეხლა კი ყველაზე მეტად მინდა იმ დედამ შესძლოს! შესძლოს ამ საშინელი ისტორიით არსებობა", - დაწერა ნანუკამ.

ტელეწამყვანის პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხარებელმა თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი დაასახელა.

- ბავშვები დასცინოდნენ და ამას ძალიან განიცდიდაო, მართალია?

ნანუკა ჟორჟოლიანი: არანაირი მსგავსი ფაქტი. არცერთ კლასელთან. ეს ვიღაცამ თავის ფანტაზიებით დაამატა და ვგიჟდები! ასეთი ტრაგედიების დროს როგორ შეუძლიათ ასეთი ჭორების დამატება! სხვა ბავშვებზე როგორ არ ფიქრობენ, როდესაც უბრალოდ ენას იქავებენ!!!

ზოგადად ჩაკეტილი ბავშვი ყოფილა... მაგრამ არცერთი უთანხმოება, არცერთი შეკამათება არავისთან არ ჰქონია. არცერთი მსგავსი ფაქტი კლასში არ მომხდარა.

მედია რომელიც, ასეთ დროს! ასეთი ტრაგედიის დროს! დაზაფრულ ბავშვებს აბრალებს მარაზმს, იმიტომ რომ სტატია სკანდალური გახადონ, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო გაიყიდოს, ეს მედია ყვითელი - არა! კრიმინალია!

- სამწუხაროდ ეს პრესის ვერსია არ არის, ეს არის ოჯახის ნათქვამი. ბავშვი სახლში ამბობდა, გადამიყვანეთ მაგ სკოლიდანო, წასვლა არ უნდოდა. და ამაში იდანაშაულებს დედა თავს ზუსტად, რომ არ მოუსმინა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ბავშვს მანამდეც შეუცვალეს სკოლა. ამ ამბის ყველა დეტალით დავინტერესდი. ვნახე წერილი, რომელიც დედამ გააგზავნა და უნდა გითხრათ, ეს ბავშვი ამ სკოლაში რომ გადაიყვანეს, მასთან მაშინვე დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგმა, მოგეხსენებათ ფსიქოლოგი ყველა ბავშვს არ სჭირდება.

პრობლემის მოტივებზე აქ არ დავწერ. ეს იმ ბავშვის ცხოვრება იყო. მისი ტრაგიკული ცხოვრება. მაგრამ არანაკლები ტრაგედიაა სხვის შვილებს, სხვა ბავშვებს დავდოთ ბრალი იმაში, რაც არავინ არ იცის. რასაც არც თვითმხილველი ყავს და არც დამდასტურებელი. ვიყოთ ფრთხილად. იქნებ ბავშვებმა ეს ბრალდება ვერ გადაიტანონ და ასევე ტრაგედია მივიღოთ, მსგავსი ტრაგედია. ეს ძალიან ფრთხილი თემაა და სხვის შვილებს აუცილებლად უნდა მოვუფრთხილდეთ. მე მესმის ამ ბავშვის დედის. ის ეხლა ისეთ მდგომარეობაშია, ყველაფერი ეპატიება. ყველაფერი, ყველა ეჭვი, მცდელობა, ნახოს რამე სხვა მიზეზი ბავშვის ფსიქოლოგიური პრობლემის. მესმის და ვუგებ. მე გთხოვთ სხვებს! თავი შევიკავოთ ასეთი განცხადებებისგან. კლასში, სადაც ათეულობით ბავშვი სწავლობს, ასეთი ამბები არ იმალება. დამიჯერეთ! და ყველა გაოგნებულია ამ საშინელი ეჭვით, თითქოს ბავშვს ვინმე დასცინოდა. ბავშვები დაზაფრულები არიან. დაბნეულები. მთელი სკოლა შოკშია ამ ტრაგედიით და შოკშია იმით, რომ ეს ტრაგედია სხვის ბავშვებს ბრალდებათ!

- ნამდვილად ნუ დავაბრალებთ ბავშვებს, მაგრამ ნურც დედას, გთხოვთ. არავინ არ იცის ზუსტად, რამ და როგორ იმოქმედა. ღმერთმა აპატიოს იმ ბავშვს, რაც თავის თავს გაუკეთა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შვილებს!

ნანუკა ჟორჟოლიანი: როგორ გეკადრებათ. როგორ შეიძლება ასეთი რამ ვინმემ დედას დააბრალოს! ეს უარესი დანაშაულია! ვერც დედასთან კონფლიქტი გახდებოდა ამის მიზეზი! ეს გამორიცხულია.

ორი დღის წინ ვაკეში დედა-შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევის შედეგად შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი - საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მოზარდის მე-9 სართულიდან გადმოხტომის ერთ-ერთ მიზეზად დედა-შვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება დასახელდა.

იხილეთ ასევე: სულისშემძვრელი ნაამბობი: თვითმხილველი ვაკეში დედა-შვილის მეცხრე სართულიდან გადმოხტომას დეტალურად აღწერს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს