"მისმა ბახის პარტიტებმა შემძრა და გამაოგნა თავიდან" - ია ფარულავა მუსიკოს მეუღლეზე

"მისმა ბახის პარტიტებმა შემძრა და გამაოგნა თავიდან" - ია ფარულავა მუსიკოს მეუღლეზე

მსახიობი ია ფარულავა მეუღლესთან, მუსიკოს ტარიელ სუართან შეხვედრის პირველ შთაბეჭდილებებს იხსენებს. მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბახის 300 წლის დაკარგული ნაწარმოების ჩანაწერს აქვეყნებს და ასეთ კომენტარებს ურთავს:

"ბახის ეს ნაწარმოები 2009 წელს აღმოაჩინეს, რა მაგარია, ახალ ბახს როდესაც უსმენ... 300 წელი დაკარგული იყო.

ბახი ჩემი ერთგვარი საყრდენი წერტილია (ბავშვობიდან) და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრის. მე მაგალითად ყოველდღე ვუსმენ და მავსებს...

მამა მასმენინებდა და მეც საათობით ვუსმენდი ხოლმე, ფორტეპიანოზც დავიოდი, 8 კლასი დავამთავრე. სხვათა შორის, ბახის პრელუდია და ფუგა ისე დაუკარი გამოცდაზე, რომ კომისია ავწიე, თურმე, სკამიდან, თუმცა ვერ დავდექი მუსიკოსი, ხელები მეჭიმებოდა დაკვირასას.... სამაგიეროდ მეუღლე მყავს ბრწყინვალე მუსკიკოსი და სწორედ მისმა ბახის პარტიტებმა შემძრა და გამაოგნა თავიდან", - წერს ფარულავა.

ია ფარულავამ და ტარიელ სუარიმ 2013 წლის სექტემბერში იქორწინეს.

იხილეთ ასევე: ია ფარულავა და ტარიელ სუარი - ambebi.ge-ს მკითხველის პაპარაცული ფოტო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს