ვის გაუვარდა აივანზე ია ფარულავა საცვლების ამარა

ვის გაუვარდა აივანზე ია ფარულავა საცვლების ამარა

ია ფარულავა ქუჩის მეეზოვეებმა შეაწუხეს, რომლებსაც, მსახიობის თქმით, გამთენიისას ხმამაღლა ჩხუბი უკვე ტრადიციად ექცათ. ამის შესახებ ფარულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"დილაუთენია, 8-ზე ქუჩის მეეზოვე ეჩხუბება თავის 18 წლის ბიჭს, რომელიც თავს დაადგა, არ ვიცი, რისთვის. აკუსტიკა ამ ქუჩაზე კონსერვატორიის მცირეს რომ შეშურდება ისეთია, ჩემს მეტი არავინ წუხდება და რა თქმა უნდა, გაუვვარდი ტრუსიკ-მაისურიანი აივანზე. ისინი კი აგრძელებენ ჩხუბს. როდესაც MGM ლომივით დავუღრიალე ზემოდან, რა დროს ძილიაო, აქეთ გამლანძღა - დედიკომ შვილი დაიცვა, ბუნებრივია. აი, შვილი კი გაშტერდა - მამაო დაემართა... როგორც მარინა ბერიძე იტყოდა - რა გავაკეთო ???? :))))))))))) თან ეს პირველი შემთხვევა არ არის", - წერს ფარულავა.

იას პოსტს მისი მეუღლე, ტარიელ სუარი გამოეხმაურა.

"დღეიდან მივხედავ მაგ თემას. მოკლედ 2 საათითაც ვერ დამიტოვებიხარ მარტო სახლში :))))))))) რა ტყუილად გამოვიქეცი სამეცადინეოდ, მაინც არ დაგაძინეს :))))))))".

ია ფარულავა: "ხოოოო რა.... ნუ აი რა უნდა გავაკეთოთ მართლა მაინტერესებს"

ტარიელ სუარი: "კვერცხები და პომიდორი რომ ესროლო სახლში წაიღებენ და სალათს გააკეთებენ, ამიტომაც რადგანაც მე ისედაც ადრე ვდგები, ჯობია დაველაპარაკო და ავუხსნა, ასევე მათ ბიუროს უნდა დავუკავშირდეთ და თუ ამანაც არ გაჭრა პატრული და მისი ჯანი.

ვინც ჩემს ცოლს დისკომფორტს უქმნის მათი ნერვებიც ფეხზე მკიდია, მათი ცხოვრებაც, მათი საქმეც და ერთი მაგათი დედაც".

ია ფარულავა: "ასე ადრიანად ასეთ პატარა ქუჩაზე არ უნდა ხმაურობდეს ადამიანი თან ეს პირველი შემთხვევა არაააა".

ტარიელ სუარი: "ხმაურიც არის და ხმაურიც, ცოცხის ხმა რომ ისმის, სადღაც გაუგებ, მაგრამ დილაუთენია ბოლო ხმაზე რომ გაჰკივის ისე თითქოს ირგვლივ არავინ იყოს, ასეთი ყვირილი შუადღისითაც კი უხერხულია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს