"ახლა ისწავლეთ, ვის არ უნდა შეეტენოთ, რომ მობრუნდებით" - "ნაციონალებს" მეუფე იაკობისთვის პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ

"ახლა ისწავლეთ, ვის არ უნდა შეეტენოთ, რომ მობრუნდებით" - "ნაციონალებს" მეუფე იაკობისთვის პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ

ტელეწამყვანი ლევან სუთიძე მეუფე იაკობის გუშინდელი ქადაგების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს.

"ძვირფასო ნაციონალური მოძრაობის წევრებო და ლიდერებო.

ქორეპისკოპოსი იაკობი არ გახლავთ ცალკეული სასულიერო პირი - ის ეკლესიის აზრს გამოხატავს, ყოველ ჯერზე, როცა პირს აღებს.

კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, რომელიც თქვენ ძალაში დატოვეთ, ეკლესიამ თავის დროზე ნათლად განაცხადა, ვინ არის ცალკეული სასულიერო პირი და ვინ ეკლესიის ოფიციალური აზრის გამომხატველი:

(1 მუხლი, პუნქტი 4)

"ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი".

შესაბამისად, იაშა იაკობაშვილი, რომელიც ქორეპისკოპოსია, გახლავთ პატრიარქის მოადგილე და საეკლესიო ინსტიტუტის აზრის ოფიციალური გამომხატველი - სანამ პატრიარქი არ უარყოფს მის განცხადებას, იქამდე მისი ყოველი სიტყვა ეკლესიის ოფიციალური პოზიციაა. იქამდე მკვლელებად და გაუპატიურების მომხრეებად, თქვენ მიერ ბრძნად დასახულმა პატრიარქმა მოგიხსენიათ. როგორც წინა ჯერზე - ისე ახლა.

არავითარი ჭრელი საპატრიარქო არ არსებობს. არსებობს ეკლესიის ოფიციალური სპიკერი. მესმის, რომ არჩევნების წინ ეკლესიის გადამტერება და გაღიზიანება არ გაწყობთ. მაგრამ ცხრა წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა, ცხრაჯერვე დუმდით, ცხრაჯერვე კვებავდით რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში და როგორც ასეთ დროს ხდება, ისინი ცხრაჯერვე გესხმოდნენ თავს. ქალბატონი წულუკიანი რასაკვირველია ტყუის, როცა საპატრიარქოში თქვენს მივარდნებზე საუბრობს - მაგრამ ცუდი აზრი არ გახლავთ ეს, მომავლისთვის - როცა საქმე იქიდან კაგებეს აგენტების გამოთრევას ეხება.

როდემდე აპირებთ სირაქლემას პოზიციაში დგომას?

ეკლესია თქვენ მკვლელებს გიწოდებთ. სადაც "ცალკეული სასულიერო პირებით" მოიტყუებთ თავს, იქვე შეგახსენებთ ამას...

ფულს და ტყეებს ხომ ჩუქნიდით, - ხოდა ძალიან კარგი, ახლა ისწავლეთ ვის არ უნდა შეეტენოთ, რომ მობრუნდებით", - წერს სუთიძე.

საკვირაო ქადაგებისას მეუფე იაკობმა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თქვა, რომ "საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლება, ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით". ის პარტიის წევრებს მიმართავს, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, "ბრენდი შეიცვალონ".

იხილეთ ასევე: მამა იაკობის ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებები საკვირაო ქადაგებაზე - მეუფის გზავნილი "ნაციონალებს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს