ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი რძალი ემშვიდობება: ღმერთს ვთხოვ, ჩემი პატარა საამაყო ბაბუის ღირსეული გვარის გამგრძელებელი იყოს

ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი რძალი ემშვიდობება: ღმერთს ვთხოვ, ჩემი პატარა საამაყო ბაბუის ღირსეული გვარის გამგრძელებელი იყოს

შევარდნაძეების ყოფილი რძალი, პიანისტი თათია შარანგია ექს-პრეზიდენტის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. თათიამ ოჯახური ალბომიდან რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა - ბაბუა ედუარდი შვილთაშვილებთან ერთად.

"ღმერთს ვთხოვ, ჩემი პატარა ედუარდ-გიორგი შევარდნაძე იყოს მისი საამაყო ბაბუის ღირსეული გვარის გამგრძელებელი", - დაწერა პიანისტმა.

თათია შარანგიას პირველი ქმარი ექსპრეზიდენტის შვილიშვილი - ლაშა შევარდნაძე გახლდათ, რომლისგანაც მას ორი ვაჟი - ედუარდ-გიორგი და ალექსანდრე ჰყავს.

"ბატონ ედუარდს ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი და ჩემს შვილს მისი სახელი ამიტომაც დავარქვი. მინდა, რომ მისი სახელისა და გვარის ღირსეული გამგრძელებელი იყოს. ყოველთვის ვგრძნობდი ბატონი ედუარდისგან გულწრფელ სიყვარულს. ედუარდ-გიორგი, მისი თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მონათლა ისევე, როგორც თავად ბატონი ედუარდი", - აღნიშნავს ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში თათია შარანგია.

იხილეთ ასევე: შევარდნაძეების ყოფილი რძალი ახალ სიყვარულსა და შვილებზე

შევარდნაძეების ყოფილი რძალი თათია შარანგია გათხოვდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს