ცოტნე გამსახურდია შევარდნაძის შესახებ განცხადებების გამო პატრიარქს აქილიკებს

ცოტნე გამსახურდია შევარდნაძის შესახებ განცხადებების გამო პატრიარქს აქილიკებს

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ედუარდ შევარდნაძის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ილია მეორეს აქილიკებს.

"ქართველი ხალხი უმადური არ იქნება. ქართველი ხალხი აუცილებლად დაუმადლებს ბატონ ედუარდს"

მოუსმინეთ, თუ არ დაგეზარებათ, საიტერესო სიტყვაა :)))

ახლა ის მაინტერესებს, დედა ეკლესია როგორ გადაუხდის მადლობას?

1) ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

2) პარაკლისს მისი ნათლია აღავლენს

3) 07.07.14 (არ მჯერა ასეთების, მაგრამ არის ამ თარიღში რაღაც მისტიური ) საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდება საქართველოს მხსნელის სულისათვის.

დიახ, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს ეკლესიის ინსტიტუციურად, ფინანსურ-ეკონომიურად გასაძლიერებლად ყველა პრეზიდენტზე მეტი გააკეთა. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე საზოგადოება კარგად არის დაბანგული აბა, არ ეკუთვნის მადლობა?", - წერს გამსახურდია და ილია მეორის 1998 წლის გამოსვლის ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც პატრიარქი ედუარდ შევარდნაძეს საქართველოში ჩამოსვლის გამო მადლობას უხდის.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს