"აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე" - მღვდელმონაზონი ილია მეუფეს უპირისპირდება

"აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე" - მღვდელმონაზონი ილია მეუფეს უპირისპირდება

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მეუფე იაკობის ქადაგებას ეხმაურება. ვაშაკიძე ქორეპისკოპოს იაკობს პოლიტიკური ნიშნით ეკლესიის შუაზე გაყოფაში ადანაშაულებს და სამშობლოში პატრიარქის სასწრაფოდ დაბრუნებას მოითხოვს.

"ყოვლად სამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, პატიოსანნო მღვდელნო, ქრისტეს მიერ დიაკონნო, სამონაზვნო დასნო ზიარნო დედაეკლესიისა, ქრისტეში საყვარელო ერო, მოგმართავთ რა, პირველ რიგში უმორჩილესი თხოვნითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვოთ პატრიარქის ჩამობრძანება საქართველოში, რათა მიხედოს საქმეს, რომელიც ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააფუჭა და ეკლესია პოლიტიკური ნიშნებით შუაზე გაყო, საერთო ძალებით აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე, გამომდინარე იქედან, რომ იგი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება წმიდა სინოდის განჩინებებს, რაც საეკლესიო კანონიკით დასჯადია და აღვივებს შუღლს ხალხთა შორის, რაც სისხლის სამართელბრივადაა დასჯადი, ენატრება რა საბჭოთა კავშირის რეჟიმი და ძველბიჭური გარჩევები, რასაც თავადვე ადასტურებს ამბიონიდან. მოგიწოდებთ, ზემოთ ხსენებულ ქორეპისკოპოსს არ მიმართოთ არანაირ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია აღსარების საიდუმლოსთნ და მოვითხოვოთ გამოაშკარავდეს მისი ბიოგრაფიის 10 წელიწადი. ეს მოთხოვნა თანხვედრაშია მოციქულების მიერ დადგენილ კანონთან. განსაკუთრებით კი სამხედრო პროკურატურის მიერ გამოძიებულ იქნას კონსტანტინე და კახაბერ იაკობიშვილების (კონსტანტინე მეუფე იაკობია, კახაბერი კი მისი ძმა) 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს დისლოკაციისა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების დეტალური ცნობები. მათი სახელები შავი ასოებითაა ჩასაწერი საქართველოს ისტორიაში (თუმცა ამას გამოძიება დაადგენს). და ეს კაცი, უფრო სწორად, არაკაცი, ამბიონიდან მოუწოდებს ერს ფეესბესგან მიწოდებულ ინსტრუქციებს. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ. მას კი სინანულს ვუსურვებ. მე კი მოვითხოვ ლუსტრაციას. ღმერთმა დაგლოცოთ. მომიხსენიეთ ლოცვებში...

ეხლა დამირეკოს, რატომ არ მირეკავს არ გაინტერესებთ? ვთავაზობ მეუფე იაკობს დამირეკოს ეხლა და დამირეკოს სასწრაფოდ. ვერ მირეკავს? ეს იმას ნიშნავს, მას და პიტალო კახას ერისკაცობაში ბირჟაზე ჩემს გვერდით არ დავიყენებდი. კიდევ 15 წუთი ველოდები მის ზარს. თუ არ დარეკავს, რა განცხადებებს გავაკეთებ კიდევ, თვითონ უფრო კარგად იცის. მთელი საქართველო კი უფრო კარგად გაიგებს. ღმერთმა დაგლოცოთ.

საბჭოთა მეთოდებით მეუფე იაკობი ჩემს დაკილერებას ლამობს, არ არის არანაირი პრობლემა. სიცოცხლის გაღებაც შემიძლია. ჩემი დაკილერება ასმაგად გამოამჟღავნებს მის ფარულ საქმიანობებს. აბა, ეხლა საბჭოთა კავშირში რომ ვცხოვრობდეთ, კოწია და პიტალო კახა იაკობიშვილები კრასნიცკები არ იქნებოდნენ? გუგლიში იხილეთ "Синдром Красницкого"", - წერს ილია ვაშაკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს