"მალე გავაგრძელებთ გიგას წვალებას" - ჩერგოლეიშვილი პატიმარ უგულავას

"მალე გავაგრძელებთ გიგას წვალებას" - ჩერგოლეიშვილი პატიმარ უგულავას

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სტატუსს ეხმაურება, რომელიც მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა.

"ეს რა მომხდარა გუშინ! პალიკო, ზურა მელიქ, კახა ლომაია გამაგრდით:) მაგ ამბავშიც ყველაფერი კარგად იქნება:))))", - დაწერა უგულავამ.

ყოფილი მერი, სავარაუდოდ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს გულისხმობდა. ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებთა თამაში, რომელიც გერმანიის სასარგებლოდ 7:1 დასრულდა, გუშინ სოციალური ქსელების მთავარი განხილვის თემა იყო.

მეგობრებთან ერთად ფეხბურთის მატჩების ყურების ტრადიციას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი. როგორც ტელეწამყვანი წერს, მისი მეუღლე გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და თავად სპორტკაფეში თამაშებს ერთად ხშირად უყურებდნენ.

"2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის თამაშებს სპორტკაფეში ვუყურებდით. მე და გიგი სრულ მანიაკებში ვისხედით.

მე კიევური კატლეტის და ნეკნების ჭამით ვირთობდი თავს - გიგი ქაქანებდა.

ყველაზე დაძაბულ მომენტებშიც არ ჩერდებოდა.

გიგა, რომელიც დაავადებულია ფეხბურთით აყვირდა, გიგის გაჩუმებას ითხოვდა - თუ თამაში არ გაინტერესებს, აქ რატომ ხარო.

ეგრე თუ წავიდა, შენი ცოლიც არ უნდა იყოსო - დააბრეხვა, როგორც იცის ხოლმე

"მერე, მერე გინახავს ჩემი ცოლი ამდენ ხანს გაჩუმებული?" - გადაირია გიგა

არგენტინის თამაშებს თუ არ ჩავთვლით, სადაც მართლა ჩუმად ვარ - ჯოჯოხეთს ვუწყობთ ერთად გიგას, თავს ვატკიებთ - ორივე ერთდროულად ვლაპარაკობთ, გიგისაც კიდია და მეც, მთავარია ვლაპარაკობთ.

დაამთავრეთ ეს კაკაფონია - თავგანწირვით ითხოვს ხოლმე

მალე გავაგრძელებთ გიგას წვალებას", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

იხილეთ ასევე: რა სერიალს უყურებენ ბოკერია და უგულავა ერთად

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს