"მარჯვენა დუნდულები გოგოსი ყოფილიყო, მარცხენა ბიჭის" - ცნობილი ადამიანები სხეულის პიკანტურ ნაწილებზე ბჭობენ

"მარჯვენა დუნდულები გოგოსი ყოფილიყო, მარცხენა ბიჭის" - ცნობილი ადამიანები სხეულის პიკანტურ ნაწილებზე ბჭობენ

არაფერს უთმობენ სოციალურ ქსელებში სხეულის პიკანტურ ნაწილებზე მეტ დროს და ეპატაჟური გოგონებიც მუდმივად ამარაგებენ მათ სასაუბრო "მასალით". ერი ეს-ესაა მერსის, ხატია ბუნიათიშვილის და ლიკა ლაბაძის მკერდის გავლენიდან გამოვიდა და მორიგმა თემამაც არ დააყოვნა, - ამჯერად ცნობილი თუ არაცნობილი ადამიანები, უფლებადამცველები, თუ უფლებაშემლახველები "უკანალის სკანდალზე" კონცენტრირდნენ.

ცხადია, საუბარი "დუნდულების სკანდალს" ეხება. კადრების ეთერში გასვლის შემდეგ, თემა თავდაპირველად უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა გაააქტიურა, რაც შეეხება თავად სკანდალის უშუალო მონაწილეს, გოგონას, რომლის საჯდომზეც "რაჭული" შესრულდა, Ambebi.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ "უკანალზე შალახოს დაკვრა უფლებების შელახვას არ ნიშნავს" (იხ. სტატია).

ფაქტია, რომ გოგონებმა საკუთარ საჯდომს თავისივე ნებით მიანიჭეს დოლის ფუნქცია, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღშფოთებულთა რეაქციები არ წყდება. მეტიც, აღნიშნულ სკანდალს სახალხო დამცველიც კი გამოეხმაურა. "ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტთან გაიგივება შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველია", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

რა მოხდებოდა, თუ გასართობ სატელევიზიო შოუში "აჭარული" მამაკაცის საჯდომზე შესრულდებოდა? - ამ თემას იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ანვითარებს და საკითხი განხილვისთვის Facebook-ზე გამოაქვს.

Facebook/ ნიკა ქავთარაძე:

"გუშინდელი "ტრაკებზე გატრაკების" მთავარი მიზეზი ისაა, რომ რატომღაც შეთანხმებულები ვართ - ტრაკი/ კარგი ტრაკი/ სპორტული ტრაკი/ ლამაზი ტრაკი - არის მარტო ქალების. კაცები უფრო მეტს ვლაპარაკობთ ქალების ტრაკზე, ვიდრე ქალები კაცებისაზე. ცოტა დაბალანსებული რომ იყოს ეს საკითხი - იმ გადაცემაში მარჯვენა დუნდულები გოგოსი იქნებოდა, მარცხენა ბიჭის. ასეთ შემთხვევაში არანაირი დისკრიმინაცია არ იქნებოდა სახეზე.

გაითვალისწინეთ ეს აზრი და დღეს დააკვირდით ტრაკებზე ყველას - ქალებსაც და კაცებსაც :)))", - წერს იუმორისტი.

მათ შორის, ვინც ნიკასთან დისკუსიაში შევიდა, ჟურნალისტი დავით პაიჭაძეც არის.

დავით პაიჭაძე: "ტრაკი ათანასწორებს სქესებს. ტრაკი ფუნქციურად ერთია დედათა და მამათათვის. "ოცნება", ვხედავთ, თანაბარი წარმატებით მოიხმარს და იმსახურებს ორივე სქესის ტრაკებს. ის ტრაკებით ქმნის ხელოვნებას: ვითომ ხისტი დოკუმენტალისტიკით დაწყებული, ტელეშოუთი დამთავრებული. თავის მხრივ, ტრაკები ხელოვნებიდან ქმნიან ოცნებას. შენ ესთეტიკას აწვები. მაგრამ ეს არ არის არსებითი", - წერს პაიჭაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს